უცხოეთი
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრი დებორა ლი ჯეიმსი: „რუსეთი აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს და ამიტომ ვაშინგტონმა ევროპაში საკუთარი წარმომადგენლობა უნდა გაზარდოს“
1-debora-zar-2-anსაქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება როიტერის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, შეერთებული შტატების, სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა, დებორა ლი ჯეიმსმა გააკეთა. მისი თქმით ეს ნაბიჯი პასუხი იქნება ვაშინგტონის მხრიდან, რუსეთის იმ ქმედებებზე, რომელიც შეშფოთებას იწვევს. ჯეიმსის განცხადებით, შეერთებული შტატები აგრძელებს, ევროპაში F 16 განლაგებას და ახლა რუსეთის წინაშე ამერიკამ სისუსტე არ უნდა გამოიჩინოს.