უცხოეთი
„ისლამური სახელმწიფო“ უკრაინას ნავთობს ოდესის პორტის გავლით აწვდის - პროცესს ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კრიშავს“!

1-ig-zar-2-mtსაქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი.საიდან მიეწოდება ნავთობი კიევის ხუნტის კონტროლქვეშ მყოფ უკრაინას? უკრაინის ეკონომიკის ნორმალური განვითარებისთვის საჭირო გახდა დაახლოებით 12.7 მლნ ტონა ნავთობის იმპორტირება. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება 2014 წელს 6.7 მლრდ დოლარი დაჯდა. ნავთობზე ფასების ვარდნის გათვალისწინებით, ეს დიდი ფულია, რომლის გადახდაც უკრაინის მმართველებს არ ეპიტნავებათ, ისევე, როგორც გაზის საფასურისა. ერთადერთი გზა იაფი ნავთობის შოვნა და მისი გადამუშავებაა, რათა იმპორტული მზა საწვავის საფასურის გადახდა საჭირო არ იყოს.

და აქ პოროშენკოს რეჟიმს დამხმარედ კვლავ ამერიკელი პატრონები მოევლინნენ. დღეს ყველაზე იაფი ნავთობი საუდის არაბეთში ანდა ყატარშია. „შავ ბაზარს“ ყველაზე იაფ ნავთობს აწვდის „ცე-რეუ-ს“ შვილობილი კომპანია „ისლამური სახელმწიფო“ - ბარელს 20-30 დოლარად. მისი უკრაინაში მიწოდებას მხოლოდ პორტი და ნავთობტერმინალი სჭირდება. უკრაინაში ერთადერთი ასეთი პორტია - ოდესაში, და ხუნტას ის მუდამ კონტროლქვეშ ეყოლება - როგორც 1945 წელს ჰიტლერი მთელი ძალ-ღონით ცდილობდა ბალატონის ტბის შენარჩუნებას. სწორედ ამით აიხსნება ხუნტის მიერ სახალხო პროტესტის მხეცური მეთოდებით ჩახშობა ოდესაში 2014 წლის 2 მაისს, როცა ბანდერული იდეოლოგიის მოწინააღმდეგე ათობით ოდესელი ცოცხლად გამოხრუკეს პროფკავშირების სახლში. თუმცა როცა კორუფციაში ყურებამდე ჩაფლული ოლიგარქები, პოროშენკოსა და კოლომოისკის სახით, ერთმანეთს დაეძგერნენ ოდესის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის, ამერიკელებმა გადაწყვიტეს, ოდესაზე კონტროლი „თავისი ნაბიჭვრისთვის“ - სააკაშვილისთვის გადაეცათ. ამგვარად, მიხეილ სააკაშვილი „ზედამხედველობს“ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ნავთობის მიწოდებას ბანდერული უკრაინის არმიისთვის და ამ მიზნით ფართო უფლებამოსილებებიც მიენიჭა.

„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ უკრაინისთვის ნავთობის მიწოდებისა და უკრაინის გავლით მისი ტრანზიტისთვის ხელშეშლა მხოლოდ 2 ფაქტორს შეუძლია: იაფი ნავთობი ყველას, უბრალოდ, არ ეყოფა; და თურქეთის პოლიტიკური მზაობა, გაატაროს „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობი შავ ზღვაში. თურქეთი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველია „ისლამური სახელმწიფოსგან“, სწორედ ამიტომ არ ერევა და არ უშლის ხელს ამ კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში, რითაც 2 პრობლემას ჭრის - ქურთებისას - ასუსტებს რა ერაყულ ქურთისტანსა და ქურთულ ოპოზიციას თურქეთში და ეკონომიკურს - იღებს რა იაფ ნავთობს დიდი მოცულობებით და ავითარებს ეკონომიკას. და თუ თავად თურქეთს იაფი ნავთობი არ ეყოფა, მაშინ შესაძლოა არც გაატაროს „ისლამური სახელმწიფოს“ ტანკერები ბოსფორის გავლით.

ამიტომ როგორც კი რუსეთი თურქეთის სანაპირომდე ახალ გასზსადენს მიიყვანს, თურქეთი სრულად გაითვალისწინებს თავისი ეკონომიკური პარტნიორის ინტერესებს და უფრო ყურადღებით დაათვალიერებს უკრაინისკენ მიმავალ ტანკერებს. მაშინ სააკაშვილის საჭიროება თავისთავად მოიხსნება, თუკი, რა თქმა უნდა, ხუნტა საერთოდ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას იმ დრომდე.

წყარო: ИА REX

1-ig-zar-2-1 1-ig-zar-2-2
1-ig-zar-2-3 1-ig-zar-2-4