უცხოეთი
საბერძნეთი: დეფოლტი და „თურქული ნაკადი“ – ევროპასა და შტატებს სურთ, თურქეთი დასავლეთის ქვეყნებზე იყოს დამოკიდებული

1-grecia-zar-3-anსაქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. ევროპისა და შტატების მხრიდან პროექტის „თურქული ნაკადის“ დორპედირება დაუშვებელია, აცხადებს საბერძნეთი. დღევანდელი მდგომარეობით, შესაძლოა საბერძნეთისათვის ეს ერთადერთი რეალური პროექტი იყოს, რომელიც ხელს შეუწყობს  ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და  ევროკავშირის ვალების თუნდაც ნაწილობრივ დაფარვას. ბერძნები თვლიან, რომ ევროპასა და შტატებს უნდა საბერძნეთი მათზე დამოკიდებული დარჩეს, მაგრამ პროექტი „თურქული ნაკადი“ ძალიან სასარგებლოა რუსეთისა და საბერძნეთისათვისც, რადგან იგი წაადგება არა მარტო საბერძნეთს, არმედ მეზობელ ქვეყნებსაც – 20 ათასი სამუშაო ადგილი და ინვესტიცია 2 მილიარდი ევრო, გარდა ამისა, ასობით მილიონი ევრო წლიური შემოსავალი საბერძნეთისათვის რუსეთის გაზის ტრანზიტის წყალობით.  თუმც, თავის მხრიდან, ევროპა არ ჩქარობს ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებას, რადგან დაინტერესებულია რუსული გაზი კვლავ უკრაინის გავლით შევიდეს დასავლეთში. 2020 წლის დასაწყისში ხელშეკრულებას „გაზპრომთან“ ყავლი გადის და, როგორც ცნობილია „გაზპრომი“ უარის თქმას აპირებს მოქმედი ტრაზიტის გაგრძელებაზე.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საბერძნეთმა დაუშვა დეფოლტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გადაურიცხა 1,54 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში დავალიანების დაფარვის ფარგლებში. თანხა უნდა გადარიცხულიყო 00:00 1ივლისამდე. განვითარებული ეკონომიკის საბერძნეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც დეფოლტი დაუშვა. 5 ივლისს საბერძნეთში გაიმართება რეფერენდუმი „სამეულის“ პროგრამის მიღებასთან დაკავშირებით, რომლის პირობების თანახმად საბერძნეთის ეკონომიკა სხვა რეჟიმში გადავა – გაიზრდება გადასახადი, შემცირდება პენსია და სხვა სოციალური გადასახადები, რათა სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაცია განხორციელდეს.

ცნობისათვის: ევროკავშირის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2010 წელს საბერძნეთისათვის გაცემული იყო თითქმის 250 მილიარდი ევრო. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლამდე ვალი ნაწილობრივ ჩამოიწერა, დღეისათის საბერძნეთის სახელმწიფო ვალი 315 მილიარდი ევროა, რომელიც შეადგენს მშპ–ს 175 პროეცენტს.