უცხოეთი
ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მასაბრივად გადადიან აჯანყებულთა მხარეზე

1-Lnr-zar-1-anსაქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. ბოლო ხანებში გახშირდა უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების წარმომდგენლების გადასვლა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების მხარეზე, და გადასულთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ აზრი აღარა აქვს დაფარვას, განაცხადა ორშაბათის ბრიფინგზე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის თავკაცმა იგორ პლოტნიცკიმ.

„ასეთი შემთხვევები ადრეც იყო, მაგრამ არა იმ რაოდენობის რამდენიც სასურველი იყო. ჩვენ მათ ვინაობას აფიშირებას არ ვუწევდით მათივვე უსაფრთხოების გამო, მაგრამ ახლა რაიმის დაფარვას აზრი აღარა აქვს, რადგან ძალიან თვალსაჩინოა და პოლიტიკურადაც გამართლებულია!“ – განაცხადა იგორ პლოტნიცკიმ.

მისი აზრით ეს ფაქტები იმის მომასწავებელია, რომ გადმომსვლელები სახალხო რესპუბლიკის პერსპექტიულ მომავალს ხედავენ. „ეს ყველაფერი ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენს მხარეზე გადმოსულები ნათლად ხედავენ – სად არის სახელმწიფო და – სად პოლიტიკური ტიტანიკი“.

1-Lnr-zar-1-an-1