უცხოეთი
„ბაბუაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ მამაკაცს მამაკაცად აქცევს სამსახური, მეგობრები, ოჯახი... უფრო უნდა დავბრძენდეთ. ვიფიქროთ ღირსებაზე და არა ანგარებაზე!“ - ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილის სიტყვით გამოსვლა დამშვიდობების ცერემონიაზე (ვიდეო)

1evgeni-zar-3საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. 29 ივნისს მოსკოვში „დომ სოიუზოვ“-ის კოლონებიან დარბაზში დასრულდა რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ევგენი პრიმაკოვთან გამომშვიდობების ცერემონია. მასზე ევგენი პრიმაკოვის შვილმა - ჟურნალისტმა სანდრომ გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა (ვიდეო იხ. აქ).

ევგენი პრიმაკოვი 26 ივნისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის აღმოსავლეთმცოდნე-არაბისტი იყო. 1977 წლიდან 1985 წლამდე სათავეში ედგა სსრკ-ის არმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს. 1985 წლიდან 1989 წლამდე ხელმძღვანელობდა მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს. 1991 წელს პრიმაკოვი სათავეში ჩაუდგა საგარეო დაზვერვის სამსახურს. ამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი, 1996 წელს ევრგენი პრიმაკოვი საგარეო საქმეთა მინისტრის გახდა. 1998 წლის სექტემბერში იგი რუსეთის მტავრობის ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა, სადაც 8 თვე დაჰყო.

რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ასევე წარმოთქვეს გამოსამშვიდობებელი სიტყვა ევგენი პრიმაკოვთან დამშვიდობების ცერემონიაზე.