უცხოეთი
„ნატო უკრაინის პრობლემებს არ გადაჭრის!“ - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევს უკანასკნელი იმედი ჩაუკლა

1-stoltenb-zar-3საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მნიშნელოვან საკითხებში ნატოსა და უკრაინის ურთიერთქმედების თაობაზე განცხადებით გამოვიდა. კერძოდ, ჟურნალისტთა კითხვაზე, დაეხმარება თუ არა ბლოკი უკრაინას, განაცხადა, რომ ალიანსი არ აპირებს უკრაინის ხელისუფლების პრობლემების გადაჭრას.

ეს თავად უკრაინელებმა უნდა გააკეთონ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ამასთან, ნატოს წარმომადგენელმა გააქარწყლა უკრაინის ხელისუფლების ყველა ილუზია ბლოკში ქვეყნის შესვლის თაობაზე შეღავათიანი პირობებით და განაცხადა, რომ კიევის მოთხოვნა ალიანში შესვლასთან დაკავშირებით ზოგადი საფუძვლების მიხედვით განიხილება.