უცხოეთი
სააკაშვილი თვეში 198000$-ს იღებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის ყოფილი მინისტრი თემურ იაკობაშვილის - ვაშინგტონში ლიდერობის ახალი საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტისგან

1lider-zar-2-anსაქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტმა თავის facebook-გვერდზე გამოაქვეყნა 2015 წლის 15 მაისს აშშ-ის საქართველოს ყოფილი ელჩის, საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის ექსმინისტრი თემურ იაკობაშვილის (იაკობსონის) - ვაშინგტონში ლიდერობის ახალი საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტის (New International Leadership Institute) მიერ გაცემული ცნობა. მასში მითითებულია, რომ სააკაშვილი თავისი ყოფილი ხელქვეითის მიერ ვაშინგტონში დაარსებულ ინსტიტუტში 2015 წლის 1 მაისიდან მუშაობს.

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ამ პოსტზე დანიშვნამდე მიიღო სამსახური ამერიკულ ინსტიტუტში 200 ათასი დოლარის ოდენობის ხელფასით და სახელმწიფო სამსახურში ფულისთვის არ მისულა.

მათთვის, ვისაც ეს აინტერესებს, ჩემმა ამერიკულმა ხელფასმა ოდესაში დანიშვნამდე თითქმის 200000 დოლარი შეადგინა და ამას უნდა დამატებოდა შემოსავლები ლექციებიდან და საჯარო გამოსვლებიდან. მე და ჩემი მეგობრები სახელმწიფო სამსახურში ფულისთვის არ მოვსულვართ, და საერთოდ, საზოგადოების სამსახურში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული“, - დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქზე.

ინსტიტუტის საიტზე ნათქვამია, რომ ის 2015 წელს შეიქმნა ახალი თაობის ლიდერების მოსამზადებლად და მათ მართვაში, ეკონომიკასა და უსაფრთხოების სფეროში პრობლემების გადაჭრის ახალი მიდგომებისკენ წაახალისებს. ინსტიტუტი ყოველწლიურად რამდენიმე ჯგუფის შეკრებას აპირებს ლიდერობის ტრენინგებზე აშშ-ში, კონცენტრირდება რა ევროკავშირის პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებზე (უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი). სააკაშვილი საიტზე მითითებულია, როგორც ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე. გამგეობის წევრებს შორისაა ასევე კონგრესმენი-რესპუბლიკელი დენ ბერტონი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის აპარატის ექსხელმძღვანელი, აშშ-ის საპროტოკოლო სამსახურის ექსხელმძღვანელი, გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ერცჰერცოგინია გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი და ამერიკის თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ის ვიცე-პრეზიდენტი დენიელ ფატა.