რედაქტორისგან
ვინ არის საქართველოს მეგობარი: „დათვი“ თუ „ძია სემი“? - აშშ-ის ელჩის პასუხებმა საქინფორმის მთავარ რედაქტორს კითხვები გაუჩინა

polit-1-red-4-mt2015 წლის 18 ივნისს, თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან მეხუთე დღეს, აშშ-ის საელჩომ საქართველოში თავის საიტზე განათავსა შემდეგი ინფორმაცია:

«ელჩი ნორლანდი თბილისის წყალდიდობისა და აშშ-ის შესაძლო დახმარების შესახებ კითხვებს პასუხობს (18 ივნისი)

უპირველეს ყოვლისა, გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ თანაგრძნობა ტრაგედიის გამო, რომელსაც სულ უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავს. ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომელსაც (ტრაგედია) შეეხო: ზოოპარკის დირექტორთან, მის თანამშრომლებთან, ყველა დაზარალებულთან.

შეერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადა, რომ მზადაა, გამოგზავნოს აშშ-ის სატყეო სამსახურის ექსპერტები, რომლებიც (საქართველოს) მოსალოდნელი მეწყერებისა და წყალდიდობების რისკების ანალიზში დაეხმარებიან, რათა შესაძლებელი გახდეს სახიფათო ვითარების მართვა - ვგულისხმობ იმას, რომ როგორ ჩანს, არსებობს უფრო მეტი ძლიერი წვიმის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა, ახალი პრობლემები გამოიწვიოს.

გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას რისკების შეფასებასა და მართვაში. როდესაც ქართული მხარე მოგვაწოდებს საჭიროებათა სიას - იმის შესახებ, თუ რა ფინანსები და დამატებითი ღონისძებებია საჭირო - განვიხილავთ და შევეცდებით ჩვენი რესურსების მიწოდებას 

აშშ-ის ელჩის ზემომოყვანილი პასუხები ფორმით უფრო მეტად ჰგავს ამერიკის დიპწარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოფიციალურ განცხადებას, რადგან საელჩოს საიტზე მითითებული არ არის - ვის კითხვებს პასუხობდა რიჩარდ ნორლანდი? ეგებ მან ქართული მედიის შესაძლო მსგავსი კითხვები წინასწარმეტყველა და ქართველი ჟურნალისტების ინტერესის წინასწარ დაკმაყოფილება ისურვა? თუმცა, მე აშშ-ის ელჩის „პასუხებმა“, პირიქით, ახალი კითხვები გამიჩინა, კერძოდ კი:

1. 2015 წლის 14 ივნისს, თბილისში მომხარი სტიქიური უბედურების შემდეგ პირველივე დღეს, რუსეთმა განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 100 მაშველი და 2 თვითმფრინავი Ил-76, სპეცაღჭურვილობით, მზადაა თბილისში გამოსაფრენად, ხოლო მოსკოვის ზოოპარკი - თბილისის ზოოპარკის ცხოველებით დასახმარებლად.

2015 წლის 18 აგვისტოს კი, ტრაგედიიდან მეხუთე დღეს, აშშ-ის ელჩი მხოლოდ საქართველოსთვის აშშ-ის „შესაძლო დახმარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხობს“.

კითხვა: ზემომითითებულის გათვალისწინებით, ვინაა საქართველოსთვის ოკუპანტი და აგრესორი და ვინ - სტრატეგიული პარტნიორი?

2. როგორც ამერიკელი ელჩის „კითხვებზე პასუხებიდან“ ხდება ცნობილი, აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის მოცემულ ეტაპზე ითვალისწინებს მხოლოდ ამერიკელი „ტყის დეპარტამენტის ექსპერტების მოვლინებას, რომლებიც სიტუაციების მართვისა და რისკების შეფასებაში დაეხმარებიან“.

კითხვა: განა მოუწევდა დღეს ამერიკას საქართველოში მორიგი ინსტრუქტორი-კურატორების გამოგზავნა, 2003 წელს აშშ-ს ხელისუფლებაში სააკაშვილი და მისი ნაც-ზოოპარკი რომ არ მოეყვანა, რომელმაც ქართული მეცნიერება გაანადგურა?! იცის კი  ამერიკის პატივცემულმაელჩმა, რომ 2015 წლის 13 ივნისს ნაკადით წალეკილი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია სწორედ გამოჩენილი აკადემიკოსი გივი გედეონის ძე სვანიძის  - სტოქასტური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, სახელობის ქუჩაზე მდებარეობდა?

(რიჩარდ ნორლანდის საყურადღებოდ: მისმა გამოკვლევებმა ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების დარგში დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში. სვანიძემ შეადგინა ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის, ჟინვალის ჰესისა და მდინარეების არფისა და ეღეგისის სევანის ტბაში გვირაბით გადაგდების პირველადი სქემები. აკადემიკოსი ხელმძღვანელობდა მეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების გზით ატმოსფერული ნალექების ხელოვნური სტიმულირების სამუშაოებს.)

3. რაც შეეხება საქართველოსთვის აშშ-ის ფინანსურ დახმარებას, ამერიკის ელჩის „კითხვებზე პასუხებიდან“ ვიგებთ, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება წარადგენს აუცილებელ ჩამონათვალს - რამდენი ფულია საჭირო და კონკრეტულად - რისთვის, ვაშინგტონში ამას „განიხილავენ და თავისი რესურსების მიწოდებას შეეცდებიან“.

კითხვა: ვაშინგტონში წინასწარ ითხოვენ ჩამონათვლას, იმიტომ, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ისეთივე კორუმპირებულ ქურდებად მიიჩნევენ, როგორებიც იყვნენ მათი ხელდასხმული სააკაშვილი და მისი ნაც-ზოოპარკი? იქნებ მაშინ ქართველებისთვის უპრიანი არ იყოს აშშ-თვის დახმარების თხოვნა და შემდგომ ამისათვის თავის დავალდებულება და ანგარიშის წარდგენა - რაში დაიხარჯა ფული?! მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ზოოპარკის აღდგენას თავისი პირად სახსრებს მოახმარს, ყოველგვარი ჩამონათვალისა და ანგარიშების გარეშე, საქართველოში ქველმოქმედებაზე 2 მილიარდი დოლარი დახარჯა! განა ნამდვილ მეგობრებს დახმარებას სთხოვენ - განა ისინი ამ დახმარებას თავად არ აღმოუჩენენ?!

4. რას მოითხოვს აშშ ზოოპარკის  - მის აღდგენაში დახმარების სანაცვლოდ? აშშ-ის სამხედრო ბაზების, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, თუ ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებას საქართველოში, რაზეც, ალბათ, უკვე მოილაპარაკეს თავდაცვის მინისტრებმა - ყოფილმა ალასანიამ და ამჟამინდელმა ხიდაშელმა?

საქაინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 22 ივნისი
საქართველო, თბილისი

polit-1-red-4-qve