რელიგია
„ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესია-მონასტრების გადამდნარი ზარების ხარჯზე დაარსდა და ის იმ ადგილას, სადაც არის, ვერ გაიხარებს“

samart-1-mtavarსაქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში. ღვარცოფის, ნიაღვრის და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი…

… როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანების და სამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყეს, დაიწერა ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო… ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული… ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები", - ბრძანა, კერძოდ, უწმინდესმა.

თავის მხრივ, ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე პატრიარქის განცხადებას შემდეგნაირად პასუხობს: „ეს ყველაფერი მითი და სიმართლეს მოკლებულია და ძალიან სამწუხაროა, რომ პატრიარქი ზოოპარკთან დაკავშირებით ასეთ განცხადებას აკეთებს."

samart-1-1 samart-1-2
samart-1-3 samart-1-4
samart-1-5 samart-1-6
samart-1-7 samart-1-8
samart-1-9 samart-1-10
samart-1-11 samart-1-12
samart-1-13 samart-1-14