პუბლიკაციები
რუსეთი საქართველოს დასახმარებლად მოდის - საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 100 მაშველი და ორი თვითმფრინავი Ил-76, სპეცაღჭურვილობით - თბილისში გამოსაფრენად, მოსკოვის ზოოპარკი კი თბილისის ზოოპარკის დასახმარებლად მზადაა!

polit-1-analit-1საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. რფ-ის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუჩკოვმა საქართველოს დახმარება შესთავაზა წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის. უბედურების ზონაში გადმოსაფრენად მზადაა 100-ზე მეტი მაშველი, სპეციალური აღჭურვილობითა და მოწყობილობებით. „რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუჩკოვმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა საქართველოს შს მინისტრს, სადაც თანაგრძნობა გამოთქვა სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო და წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციოდ დახმარება შესთავაზა“, - განაცხადა რფ-ის საგანგებოს სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა.

კერძოდ, პუჩკოვის მიმართვაში ნათქვამია, რომ „საქართველოს ხალხისთვის ამ მძიმე საათებში რუსეთის МЧС  მზადა გაუწიოს დახმარება საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში, გამოაგზავნოს სპეციალისტების ჯგუფი საჭირო საშუალებებით და მოწყობილობებით“, - გადმოსცემს ТАСС.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროში დააზუსტეს, რომ გამოსაფრენად მზადაა ორი თვითმფრინავი Ил-76 სპეციალური სამაშველო ტექნიკით, აღჭურვილობით, ასევე საერთაშორისო კლასის 100-ზე მეტი მაშველი, რომლებსაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ მსგავსი საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაჩიაში როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ.

მოსკოვის ზოოპარკი კი მზადაა, დროებით განათავსოს თავისთან ცხოველები თბილისის ზოოპარკიდან, რომელიც სერიოზულად დაზიანდა წყალდიდობისგან, ან კოლეგებს თავისი ცხოველები გადასცეს, - ამის შესახებ რადიოსადგური „Говорит Москва“-ს ეთერში მოსკოვის ზოოპარკის საგარეო კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა ოლგა ვაინშტოკმა განაცხადა.

„ჯერ უნდა გავიგოთ, რა სჭირდება ხალხს და რისი შეთავაზება შეგვიძლია. იმიტომ, რომ შეგვიძლია შევთავაზოთ ცხოველების გარკვეული ნაკრები, რომლებიც გვყავს. ჩვენი მხრიდან, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს ვიღონებთ. გვაქვს საშუალება, ცხოველები განვათავსოთ ჩვენთანაც - გვაქვს ზოონაკრძალი პოდმოსკოვიეში“.