რელიგია
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მეუფე იობის კეთილი ნებითა და ლოცვა-კურთხევით, დაარსდა და დარეგისტრირდა წმიდა მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის რელიგიური საქველმოქმედო ორგანიზაცია

relig-2საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მეუფე იობის კეთილი ნებითა და ლოცვაკურთხევით, დაარსდა და დარეგისტრირდა წმიდა მეფე დავითღმაშენებელის სახელობის რელიგიური საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განახორციელებს, კანონით დადგენილ ფარგლებში საქველმოქმედო საქმიანობებს, და მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს, აბსოლიტურად ყველას განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, ვინც კი იწოდება სოციალურად დაუცველ ადამიანად!

ორგანიზაცია დაკომპლექტებულია ღირსეული და პატიოსანი ადამიანებისაგან, ღრმად მოცოდნე სპეციალისტებით, ღვთის მოშიში ადამიანებისაგან, რომლებიც, პირნათელნი იქნებიან, უფლის მეუფისა და ყველას წინაშე!

უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ორგანიზაციის პრეზენტაციაც, და შეუდგებით ღვთისთვის სათნო და სასურველ საქმიანობას!