რედაქტორისგან
თუ ორივე ირაკლი - „დემოკრატი“ ალასანია და „ჟურნალისტი“ მანაგაძე - ბოდიშს არ მოიხდიან ან არ დაამტკიცებენ, რომ „საქინფორმმა“ მილიონები მიიღო რუსეთიდან, მწარედ ინანებენ! - არნო ხიდირბეგიშვილი

polit-1-mtცნობისათვის: არსებობს პედერასტების ორი სახეობა: ჩვეულებრივი, ანუ სხეულით და არაჩვეულებრივი, ანუ სულით, რისთვისაც ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა მათ „სულპედერასტები“ უწოდა. ჩვეულებრივი პედერასტები, როცა ისინი ღიად არ ახდენენ ლგბტ ღირებულებების პროპაგანდას, აბსოლუტურად უვნებლები არიან. სახიფათო არიან სულპედერასტები! ირაკლი ალასანიამ, რომელმაც უღალატა თავის კეთილისმყოფელ ბიძინა ივანიშვილს და სული მიჰყიდა აშშ-ს, რათა საქართველოს ახალი პრეზიდენტი გამხდარიყო, დღეს თავს უფლება მისცა, საქართველოში თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოსულიყო, პრაქტიკულად - მოუწოდა ქართველი ჟურნალისტების მიმართ ანგარიშსწორებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ რეპრესიებისკენ, რისი უფლებაც საკუთარი თავისთვის სააკაშვილსაც კი არ მიუცია!

2015 წლის 28 მაისს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ (რომელიც სააკაშვილის მმართველობის ხანაში მებრალებოდა და რომლის მიმართ სიმპათიითაც ვიყავი განწყობილი!) „ტვ 25“-ზე თოქ-შოუში - „დიალოგი“განაცხადა: „საგანგებოდ გახსნა ბიძინა ივანიშვილმა სივრცე რუსული პროპაგანდისთვის, რომელმაც ასე მოიკიდა ფეხი საქართველოში. მისი ჩანაფიქრი იყო, ჩემი წარმოდგენით, რომ წარმოჩენილიყო პრორუსული ძალები, წარმოჩენილიყო მედიასივრცე, ასევე შესაძლებლობები რუსულ სპეცსამსახურებს, რომ ჩამოაყალიბონ საქართველოში არასამთრავრობო ორგანიზაციები მათი ფულებით და პარტიული ორგანიზაციებისთვის დაფინანსება გამოსულიყო”.

polit-1-1

ერთი კვირის შემდეგ - 2015 წლის 5 ივნისს - საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსი“ იუწყება, რომ „საქინფორმმა“ და გაზეთმა „საქართველო და მსოფლიომ“ 2015 წლის თებერვლიდან 25 მაისამდე (გასაოცარი „სიზუსტე“!) რუსეთიდან - ფონდ „Русский мир“-ისა და „Спутник“-ის მფლობელ შპს „Ростелеком“-ისგან  5 მლნ დოლარი მიიღეს. „ექსპრესნიუსი“ არ ასახელებს „ექსკლუზიური“ დეზინფორმაციის წყაროს, არ მიუთითებს ამ პასკვილის ავტორის გვარს და აგრძელებს ტყუილების ფქვას - აცხადებს რა, რომ „საქინფორმის“ ხელმძღვანელი არნო ხიდირბეგიშვილი აღნიშნულ საკითხზე კომენტარებს არ აკეთებს, თუმცა ჩემთვის არასდროს და არავის მოუმართავს თხოვნით, კომენტარი გამეკეთებინა ამ სიცრუისთვის!

სრულდება ეს „სკანდალური“ პუბლიკაცია მისი სავარაუდო შემკვეთის - ირაკლი ალასანიას ასეთივე ბოდვით: „ვხედავ სერიზულ გამოწვევას, იმიტომ, რომ დიდი ფულის ჩადება დაიწყეს რუსული სპეცსამსახურების მხრიდან ქართულ მედია სივრცეში, ვებპორტალების დაფინანსებაში, ცდილობენ საქართველოში იპოვონ დასაყრდენი იდეეებისა, რომ ევროპული არჩევანი ქვეყნისთვის არასწორია“.

როგორც ჩანს, ალასანიას პრიმიტიული წარმოსახვა პლაგიატზე შორს ვერ მიდის!

ბრავო „საქინფორმს“, თუ ერთ გაზეთთან ერთად ასე შეაშინა ალასანიას პატრონები „ცე-რე-უ“-დან, გაუწია რა კონკურენცია მსოფლიოს ყველაზე მდიდარ იმპერიას - აშშ-ს, მის მიერვე  სსრკ-ის დანგრევიდან უკვე 25 წლის შემდეგ საქართველოში პროპაგანდაზე მილიარდობით დოლარი რომ დახარჯა! მართალია, აშშ-ის სახდეპის მორიგი მარიონეტი სააკაშვილს ცბიერებით აღემატება, მაგრამ მიშას პიარტალანტთან ახლოსაც ვერ მოვა: ალასანიას შეეშინდა ვაშინგტონიდან მიღებული ინსტრუქციების დარღვევისა და შეეცადა საკუთარი სიტყვებით გადმოეცა ქვემომოყვანილი თეზისები ბრუკლინის ინსტიტუტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლიდან და მათი პროეცირება მოეხდინა საქართველოზე: „კრემლი შეუპოვრად მუშაობს იმაზე, რომ  მოისყიდოს და მოათვინიეროს ევროპული პოლიტიკური ძალები მემარჯვენე და მემარცხენე სისტემგარეშე პარტიები მთელ ევროპაში. კრემლმა შექმნა სრულყოფილი და ერთობ ეფექტიანი მძლავრი პროპაგანდის მანქანა, რომელიც აქტიურად ავრცელებს რუსეთის ხელისუფლებისათვის საჭირო ინფორმაციას, რომელიც, კერძოდ, უკრაინაში არსებულ სიტუაციას ეხება. და თუ რუსეთი შეინარჩუნებს აღმოსავლეთ უკრაინას, მოსკოვს ვეღარ შეაჩერებ და რუსები რეგიონში ექსპანსიას დაიწყებენ“.

polit-1-2

ალასანიას არ ჩამორჩება სააგენტო „ექსპრესნიუსიც“, სადაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ფონდ „Русский мир“-ზე, შპს „Ростелеком“-სა და „Спутник“-ზე. თავი დავანებოთ არაკომპეტენტურობასა და არაპროფესიონალიზმს, რომელსაც ჩრდილავს ელემენტარული უცოდინრობა: ზემომოყვანილი „ყვითელი“ სტატიის ტექტსი სავსეა შეცდომებით, თუმცა, ოთხი განზრახ შეცდომა ჩემს გვარში მის ბინძურად დასამახინჯებლად, ძვირად დაუჯდებათ ამ მართლაცდა ბინძური ცილისწამების ავტორებს! მოდი, ფხიზლად გავერკვეთ - რატომ წავიდა გაცნობიერებულად სააგენტო „ექსპრესიუსი“ აშკარა ტყუილსა და პროვაკაციაზე, რასაც მწარედ ინანებს, თუ ორი დღის განმავლობაში საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ ბოდიშს არ მოუხდის და თავის საიტზე არ გამოაქვეყნებს მოცემულ სტატიას.

იქნებ გაერთიანებული რედაქციების მთავარ რედაქტორს (რით ჩამოუვარდება გაერთიანებული შტაბების მთავარსარდალს?!) ირაკლი მანაგაძეს, უბრალოდ, შურს „საქინფორმის“ და საქართველო და მსოფლიოსი“ - რომ მათ და არა „ექსპრესნიუსმა“ „მიიღეს და გაიყვეს 5 მლნ დოლარი“? მაგრამ „ექსპრესნიუსს“ 30-ზე მეტი მდიდარი პარტნიორი ჰყავს, რომელთა შორისაა საქართველოს ყველა ბანკი „ТВС ბანკით“ სათავეში, ფინანსთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო (!), შსს, იუსტიციის სამინისტრო, კომპანია „PSP“, „Avers“, „ნატახტარი”, „სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელი, „ტექნობუმი“, აჭარის მთავრობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და, რასაკვირველია, ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების სამინისტრო!

შემთხვევითი როდია დასახელებული ციფრიც - „5 მილიონი დოლარი“ – 2.5 მილიონი „თითოზე“ - როგორც ჩანს, სწორედ ასეთ გრანტებს იღებს დასავლეთის პროპაგანდისათვის ქართული მედია: სააგენტოს რუბრიკაში „ჩვენ შესახებ“ ვიგებთ, რომ „სააგენტოებს შორის „ექსპრესნიუსს“ ლიდერი პოზიცია უჭირავს“, იმიტომ, რომ ორიენტირი აიღო დასავლური მედიის სტანდარტების დამკვიდრებაზე, თავად საიტი კი „ჩაუშვა პრარაში“ (უნდა წავიკითხოთ - პრაღაში), რომელიც ასევე პრარაში ამერიკული მედიის პრინციპების გათვალისწინებით დამზადდა“. აქვე ჩამოთვლილია „ექსპრესნიუსის“ მედიაპარტნიორები ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი, სააკაშვილის მთავარი საინფორმაციო სააგენტოთი „Грузия - Онлайн“ სათავეში, იმავე დღეს ოპერატიულად რომ გადაბეჭდა „ექსპრესნიუსის“ დეზინფორმაცია რუსულ ენაზე.

თუმცა, ირაკლი მანაგაძის განაწყენების გაგება ოფიციალურ მოსკოვზე, რომელმაც იგი დაივიწყა, შეიძლება: თურმე 2012 წლის ნოემბერში „ექსპრესნიუსის“ გაერთიანებული რედაქციების მთავარი რედაქტორი მიწვეული იქნა მოსკოვში, სადაც იგი დიდი პატივით მიიღეს და პრიზები და საჩუქრები გადასცეს (მაგალითად, ლეპტოპი), როგორც III საერთაშორისო ახალგაზრდული ჟურნალისტური კონკურსი „სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი მომავალი“-ს გამარჯვებულს! დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მშვიდობისა და თანხმობის ფედერაციაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი ვალენტინ ზორინი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი რომან ხუდიაკოვი, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელი ვლადიმერ გორელოვი, ქართველი და რუსი ხალხების ერთიანობის ფონდის პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი, ნაციონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტი ლეონიდ შერშნევი და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა.

როგორც გამოაცხადეს, „კონკურსის მიზნებს წარმოადგენს ნდობისა და მეგობრობის ატმოსფეროს შექმნა რუსეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ასევე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს შორის, ხელშეწყობა კეთილმეზობლური ურთიერთობებისათვის, მისწრაფება ურთიერთინტერესისა და შეცნობისაკენ, ურთიერთსიმპათიის, ადამიანთა კონტაქტების, სულიერი ნათესაობისა და ერთიანობის გრძნობების“ წარმოქმნა. ფონდის „Русский мир“ საინფორმაციო სამსახური იტყობინებოდა, რომ კონკურსი ტარდებოდა რუსეთის ნაციონალური გაერთიანებების კონგრესის, საინფორმაციო სააგენტო „ინფოროსის“, მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელევიზიის უმაღლესი სკოლისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ინიციატივით. დავძენთ მხოლოდ, რომ მანაგაძის მგზავრობისა და მოსკოვში ყოფნის ყველა ხარჯი დაიკისრა მოსკოვმა - დღეს მანაგაძისთვის საძულველმა ზემოხსენებულმა რუსულმა ორგანიზაციებმა...

polit-1-3

ამიტომ, მე, „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ვიძლევი სიტყვას, რომ თუ ოდესმე რუსეთიდან უცებ 5 მილიონს მივიღებ, ექსპერიმენტის სახით მთლიანად გადავცემ ამ თანხას ირაკლი მანაგაძეს - დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ „ექსპრესნიუსი“ პრორუსული პროპაგანდის გატარებას დაიწყებს ისევე, როგორც დღეს პროამერიკულს ატარებს! და კიდევ - იმისათვის, რომ ირაკლი მანაგაძემ დაფაროს თავისი ვალები, მათ შორის, სტამბების, რადგან ალბათ ძნელია ემალებოდე ხალხს, რომელიც აფერისტს გიწოდებს... სხვათა შორის, რომელ ინსტიტუტში უკითხავს მანაგაძე ლექციებს სტუდენტებს, როგორც ამას თავის კრედიტორებს ეუბნება?! და მართალია თუ არა, რომ მანაგაძეს ბინა აქვს სოჭში, მისთვის საძულველ რუსეთში? და თუ აქვს - როგორ მიემგზავრება იქ - ვიზით თუ რუსეთის მოქალაქეობა აქვს?!

ირაკლი მანაგაძის სულიერ ტრაგედიაში უფრო ღრმად გასარკვევად აუცილებლად უნდა შევიდეთ „ექსპრესნიუსის“ საიტზე და წავიკითხოთ რუბრიკა „მუშაობის პრინციპები“, ინგლისურიდან ქართულად რომ არის ნათარგმნი, როგორც ჩანს, ონლაინმთარგმნელის მეშვეობით. შეცდომებით სავსე ტექსტი მკითხველს აუწყებს:

-რომ „სანდოობა ზრდის „ექსპრესნიუსის“ რეპუტაციას და ნდობის ხარისხსს (?!);

-რომ „მოვლენების ობიექტური გაშუქება ჟურნალისტის მოვალეობაა“ (!);

-რომ „ჟურნალისტის უპირველესი ამოცანაა, მოვლენების სამართლიანი ასახვით უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლება სარწმუნო და ობიექტურ ინფორმაციაზე“ (?!);

-რომ „მოვლენების გაშუქების დროს, ჟურნალისტი მოვალეა მხოლოდ ის ფაქტები გამოიყენოს, რომელიც პირადად მოიპოვა და შეამოწმა“ (!!!);

-რომ „ჟურნალისტი მოვალეა გამოიყენოს ინფორმაციის მოპოვების მხოლოდ ღირსეული მეთოდები“ (!);

-რომ „ჟურნალისტი მოვალეა ყველაფერი გააკეთოს, რათა გაასწოროს ან უარყოს ინფორმაცია, თუ იგი ჭეშმარიტებას არ შეესაბამება“ (!!!);

-რომ „ჟურნალისტი მოვალეა გაითვალისწინოს დისკრიმინაციის საფრთხე, რომელიც შეიძლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მოქმედების შედეგად დაემუქროს ადამიანს“ (!!!);

-რომ „ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა იღონოს, რათა არ დაუშვას დისკრიმინაციის თუნდაც უნებლიე სტიმულირება, კერძოდ, რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა რწმენის, აგრეთვე ეროვნული და სოციალური წარმოშობის მიხედვით“ (!!!);

-რომ „ჟურნალისტი ვალდებულია მიუღებლად მიიჩნიოს პროფესიული ეთიკის შემდეგი დარღვევები: განზრახ არასწორი ინტერპრეტაცია; გამონაგონი (ჭორი), ცილისწამება, დიფამაცია (ვისიმე სახელის გასატეხი ცნობების - ნამდვილისა თუ გამოგონილის -  გამოქვეყნება პრესაში), ცრუ ბრალდებები“ (!!!);

„ჟურნალისტად ჩაითვლება მხოლოდ ის, ვინც თავის საქმიანობაში ზემოჩამოთვლილი პრინციპებით ხელმძღვანელობს“ - ამ ამაყი სიტყვებით სრულდება სააგენტო „ექსპრესნიუსის“ მიერ ჩამოთვლილი „მუშაობის პრინციპები“, რომლებიც ტოტალურად იქნა დარღვეული „საქინფორმისა“ და „საქართველო და მსოფლიოს“ მიმართ!

მაშ, რაშია საქმე?! იქნებ ირალი მანაგაძე განაწყენებულია „საქინფორმზე“, რადგან ჩვენი სააგენტო არ ახდენს ლგბტ-საზოგადოების პროპაგანდას და არ იცავს საქართველოში ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების უფლებებს?! თუმცა განა „საქინფორმს“ როდისმე დაურღვევია მათი უფლებები, გაუღვივებია სიძულვილი პედერასტების მიმართ, ან გაუვრცელებია ჩვენ მიერ შეუმოწმებელი ინფორმაცია თავად ირაკლი მანაგაძის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე, რის შესახებაც ნახევარი თბილისი ჭორაობს?!

ან ეგებ ეს უბრალოდ ირაკლი მანაგაძის მუშაობის სტილია - რეკლამა გაუკეთოს „ექსპრესნიუსს“ და სპონსორების ყურადღება მიიპყროს?! ადგილი ხომ არ ჰქონია ამგვარ ინციდენტებს წარსულში? განა რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლების ორგანოებთან  საიდუმლო კავშირებში არ ადანაშაულებდა ირაკლი მანაგაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს - ირაკლი ალასანიას ცოლის ღვიძლ დას?! სხვათა შორის, მაშინ მაია ფანჯიკიძე მხოლოდ „საქინფორმმა“ დაიცვა და ფაქტებით უარყო ეს ცილისწამება!

მკითხველს შევახსენებთ, რომ 2013 წლის 3 სექტემბერს „ექსპრესნიუსმა“ გაავრცელა „ექსკლუზიური ინფორმაცია“ (ისეთივე „ექსკლუზიური“, როგორც დღეს - „საქინფორმის“ მიერ მიღებულ მილიონებთან დაკავშირებით!), რომ საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმყოფებოდა მცხეთაში, რესტორან „მცხეთის გუჯარში“, ვითომდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ. ვ. პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად. სააგენტო „ექსპრესნიუსმა“, „წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით“ (ისეთივე ინკოგნიტოსი, როგორც ახლა, საქინფორმის შემთხვევაში!), განაცხადა, რომ იმავე დღის დაახლოებით 21:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ამბასადორიალის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავისი სამსახურებრივი ავტომანქანით (სახელმწიფო სანომრე ნიშანი MFA 007) გაემგზავრა მცხეთაში და გზად, ავტომაგისტრალზე, მას შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ. ვ. პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომლები АМР” და „ААА” სერიის რუსეთის სახელმწიფო სანომრე ნიშნიანი ავტომანქანებით, რომლებიც, სააგენტო „ექსპრესნიუსის“ მტკიცებით, „გამოყოფილია მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების მომსახურებისათვის“, შესაბამისად - მათი წარმომადგენლებისათვის, რომელთა თანხლებითაც ფანჯიკიძე თითქოსდა ზემოდასახელებულ რესტორანს ესტუმრა.

polit-1-4

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს უარყო სააგენტო „ექსპრესნიუსის“ ინფორმაცია, განაცხადა რა, რომ იმ საღამოს მაია ფანჯიკიძე, თავის დასთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, დედისეულ სახლში, ოჯახურ წრეში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თუ სააგენტო „ექსპრესნიუსი“ ბოდიშს არ მოიხდიდა თავისი ცრუ ინფორმაციისთვის, ის მათ სასამართლოში უჩივლებს, თუმცა ეს „რატომღაც“ რა გაუკეთებია (ალბათ, თავისი სიძის -ალასანიას შემდგომი მხარდაჭერის სანაცვლოდ)...

საქინფორმმა კი იმხანად განაცხადა, რომ:

1. რუსული სანომრე ნიშნების სერიები „АМР“ და „ААА“ მხოლოდ მაშინ წარმოადგენს  რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პრემიერ-მინისტრის ანდა რუსი მინისტრების სამსახურებრივი ავტომანქანების კუთვნილების დასტურს, როცა ასოებს მოჰყვება ციფრები „97“, რომლებიც რეგიონზე მიუთითებს. სააგენტო ექსპრესნიუსის ფოტოებზე კი ასახულია ავტომანქანები სანომრე ნიშნებით „77“ და „177“, რომლებიც მიუთითებენ, რომ ეს არის კერძო და არა სახელმწიფო ავტოტრანსპორტი.

2. რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ჩამოდიან ოფიციალური ანდა არაოფიციალური ვიზიტებით საქართველოში ავტომანქანებით, მით უფრო რუსული სანომრე ნიშნებიანი სახელმწიფო ავტოტრანსპორტით. საქართველოში რუსულნომრიანი საკუთარი ავტომანქანებით რუსეთში მცხოვრები ქართველები ჩამოდიან.

3. სტუმრები რუსეთიდან, თუ ისინი ქალბატონ ფანჯიკიძესთან ერთად მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში სუფრასთან იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ, ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენები, მაგალითად, რესტორნის ქსელის მფლობელები იყვნენ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ამის შემდეგ ირაკლი მანაგაძემ ატეხა ისტერიკა სრულიად საქართველოს გასაგონად და განაცხადა, რომ რესტორან „მცხეთის გუჯარის“ მფლობელი, მილიონერი ელგუჯა ბუბუტეიშვილი ხელს უშლის ჟურნალისტურ საქმიანობას და მოკვლითაც კი ემუქრება, თუ „ექსპრესნიუსის“ საიტიდან არ გაქრება ნიუსი ფანჯიკიძის შესახებ! დღეს კი ჩვენ ვხედავთ სეხნიების კავშირს - ირაკლი ალასანიასა და ირაკლი მანაგაძის, რომლებიც შეადუღაბა საერთო მერკანტილურმა ინტერესებმა და რომლებიც ორი რედაქციის - „საქინფორმისა“ და „საქართველო და მსოფლიოს“ ჟურნალისტებს ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში ადანაშაულებენ უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურებიდან მიღებული ფულით, რაც ლოგიკით გულისხმობს არა მარტო მათი ჟურნალისტური საქმიანობის აკრძალვას, არამედ სამართლებრივ პროცედურებს ჟურნალისტების, როგორც სამშობლოს მოღალატეების მიმართ! და ესაა სიტყვის თავისუფლების ევროპულ-ამერიკული სტანდარტები „დემოკრატი“ ალასანიას და „ჟურნალისტი“ მანაგაძის ინტერპრეტაციით?!

polit-1-5-PS-shi

P. S. 2015 წლის 17 მაისს გამოქვეყნებული მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) 2014-2015 წლების მედიამონიტორინგის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ანტიდასავლური განწყობის მთავარი წყარო მედიაა: მედიასაშუალებებიდან ანტიდასავლური განწყობების კულტივირება და ტირაჟირება ყველაზე მძაფრად მედიაკავშირობიექტივისსატელევიზიო ტოქ-შოუში ხდებოდა (87), რომელსაც ონლაინგამოცემებისაქინფორმი“ (82) დასაქართველო და მსოფლიომოსდევენ”. 

„მედიის განვითარების ფონდის“ თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილია, რომელსაც სააკაშვილი თავის დროზე მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის (ანუ ბოკერიას) მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის (ანუ სააკაშვილის) მრჩეველი ეთნიკური უმცირესობისა და ინტეგრაციის საკითხებში, „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორად ნიშნავდა…

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 8 ივნისი
საქართველო, თბილისი

polit-1-sul-qvem