რელიგია
ილია მეორე: „ბევრს უჭირს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი არ დატოვებს საქართველოს"

ilya-sazog-1-relig-1საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წირვის შემდეგ იქადაგა.

უწმინდესმა აღნიშნა, რომ დღეს სულიწმინდის დღესასწაულია და უხვად გადმოდის სულიწმინდის მადლი საქართველოზე და მთელ მსოფლიოზე, რათა მოხდეს ფერისცვალება.

„...თქვენ კარგად ხედავთ, რამდენად რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, სულიერ პრობლემებს ემატება მატერიალური პრობლემები. ბევრს უჭირს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი არ დატოვებს საქართველოს, მოუვლენს იმ მადლს, რომელიც არის "უძლურთა მკურნალის და ნაკულევანთან აღმავსებელი", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების ბოლოს უწმინდესმა ახლად ნაკურთხ ეპისკოპოსს ვახტანგს მეუფის კვერთხი გადასცა და დალოცა.