უცხოეთი
ლავროვი: „თუ ჩვენი ქართველი პარტნიორები შემოგვთავაზებენ „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატში აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და კავკასიის რეგიონის სხვა წარმომადგენლების ჩართვას, მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხი“

1-mid-zar-2-anსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის დანიშვნა რუსეთის წარმომადგენლად სამხრეთ ოსეთთან შეთანხმების რატიფიკაციის პროცესში არავითარ გავლენას არ მოახდენს „აბაშიძე-კარასინის“ მოლაპარაკებების ფორმატზე, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ფედერაციის საბჭოში გამოსვლის შემდეგ. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს რუსეთთან არაფორმალური დიალოგის პერსპექტივების შესახებ, რომლებსაც საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აწარმოებენ.

სერგეი ლავროვის თქმით, გრიგორი კარასინი პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო მაშინაც, როცა ფედერაციის საბჭო აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების რატიფიკაციის საკითხს განიხილავდა, თუმცა ამას გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მოლაპარაკებებზე „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატში. „რაც შეეხება ამ ფორმატის გაფართოებას, თუ ჩვენი ქართველი პარტნიორები შემოგვთავაზებენ მასში აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ანდა კავკასიის რეგიონის სხვა წარმომადგენელთა ჩართვას, მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხი“, - აღნიშნა ლავროვმა.