უცხოეთი
„თბილისი იმედოვნებდა, რომ რიგის სამიტზე ევროკავშირი გააუქმებდა ვიზებს ქართველებისთვის, სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება გადაიდო პოლიტიკური მიზეზებით“ – Financial Times-მა სააკაშვილის შეკვეთით სტატია გამოაქვეყნა
1-fragment-zar-3-anსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ძებნაში მყოფი დამნაშავე, გვარად „სააკაშვილი“, თავის Facebook-გვერდზე აქვეყნებს ბრიტანული გაზეთი Financial Times-თვის მის მიერ შეკვეთილი და ანაზღაურებული პუბლიკაციის ქვემომოყვანილ ფრაგმენტს: „ვიზების გაუქმება ჯერჯერობით ერთადერთი ხელსშესახები მიღწევა იქნებოდა ყოველი ქართველისთვის. ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც ეროვნული ვალუტა ერთი მესამედით გააუფასურა, ხალხის იმედგაცრუება გამოიწვია და კარი გაუღო რუსეთის გავლენის გაძლიერებას. რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, საქართველოს ფარგლებზე ბევრად მეტი შედეგები ექნება, იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე განიხილებოდა, როგორც ყველაზე წარმატებული ეკონომიკური რეფორმების ქვეყანა და დემოკრატიის შუქურა, ამას თან ერთვის ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა თავისი ნავთობ და გაზსადენებით“, - ნათქვამია, კერძოდ, შეკვეთილ პუბლიკაციაში.