უცხოეთი
ახალქალაქში რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ადგილას ახალი სამხედრო-სასწავლო ბაზის აშენება დაიწყეს, სადაც ვითომდა ქართული არმიის სამხედროებს მოამზადებენ... სწავლებას კი ჩამოსული ინსტრუქტორები განახორციელებენ“- რუსეთის ჯავახკის დიასპორა

1ddr-zar-1-anსაქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ჯავახკის დიასპორის გამგეობა: „ქვემოთ გთავაზობთ მორიგ მასალას (იხ. აქ) იმ მიზნით, რომ თქვენი და თქვენი მეგობრების ყურადღება მივაპყროთ იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებსაც რეალურად ადგილი აქვს სამცხე-ჯავახეთში.

გთხოვთ გამოიყენოთ შეძლებისდაგვარად თქვენი ადმინისტრაციული და სხვა რესურსები რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების ინფორმირებისათვის საქმის რეალური ვითარების შესახებ. მოცემულ მნიშვნელოვან და სახიფათო საკითხში მხოლოდ რუსეთს შეუძლია სომხურ ჯავახკს (სამცხე-ჯავახეთს) შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს ნატოს აქტიური პროპაგანდის წინააღმდეგ და ჩვენ მიერ მითითებულ რეგიონში სამხედრო ობიექტების მშენებლობის აღსაკვეთად. როგორც ბევრი თქვენგანისთვის ცნობილია ახალქალაქში რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ადგილას ახალი სამხედრო-სასწავლო ბაზის აშენება დაიწყეს, სადაც ვითომდა ქართული არმიის სამხედროებს მოამზადებენ... სწავლებას კი ჩამოსული ინსტრუქტორები განახორციელებენ“...