უცხოეთი
ამერიკელი პოლიტიკური და ეკონომიკური მიმომხილველი პოლ კრეიგ რობერტსი: „მოსკოვი და პეკინი მიხვდნენ: ან ვაშინგტონის ვასალობა, ან - ომი!“

1-kreig-zar-2-anსაქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ანტირუსულმა პროპაგანდამ და პუტინის დემონიზაციამ დაანგრიეს რუსეთის რწმენა დასავლეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობის შესახებ, ხოლო ვაშინგტონის მცდელობები, ნატოში შეიყვანოს უკრაინა და საქართველო, მოსკოვისთვის პირდაპირ სამხედრო გამოწვევად იქცა.

ამერიკას რომ თავი განსაკუთრებულად ქვეყნად მიაჩნია, რომელსაც უფლება აქვს, დომინირებდეს სხვა ქვეყნებზე, ნიშნავს, რომ მსოფლიო ომისკენ მიემართება, მიაჩნია ავტორს. რუსეთი და ჩინეთი არასოდეს შეეგუებიან ვასალის სტატუსს, რომელზეც უკვე დათანხმდნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და მთელი დანარჩენი ევროპა, ასევე კანადა, იაპონია და ავსტრალია. „ვულფოვიცის დოქტრინიდან გამომდინარეობს, რომ მშვიდობის ფასი მთელ მსოფლიოში ყველა ქვეყნის მიერ ვაშინგტონის ჰეგემონიის უპირობო აღიარებაა“. ასე რომ, თუ დოლარი (და მასთან ერთად, ამერიკის ძლიერება) არ ჩამოინგრევა, ან ევროპა არ გაბედავს ვაშინგტონისგან ჩაოშორებასა და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას, მაშინ ბირთვული ომი გარდაუვალია, - მიაჩნია პოლ კრეიგ რობერტსს.

მოსკოვი და პეკინი, აშშ-ის აგრესიულობისა და უსირცხვილო პროპაგანდისტული კამპანიის გამო, სტრატეგიულ ალიანსზე წავიდნენ. "გამარჯვების დღე ამ თვალსაზრისით გარდამტეხ მომენტად იქცა, ირწმუნება პოლ კრეიგ რობერტსი. დასავლეთის მთავრობებმა ბოიკოტი გამოუცხადეს დღესასწაულს, ხოლო ჩინელები 9 მაისს მოსკოვს ეწვივნენ“, - წერს იგი.