უცხოეთი
„9 მაისს ევროკავშირმა „დიდი მეთოჯინის“ სრული მორჩილება გამოამჟღავნა“ - ევროპელ ლიდერებს, რომლებმაც გამარჯვების აღლუმში მონაწილეობაზე უარი თქვეს, სურდათ ობამასთვის ესიამოვნებინათ“ - იტალიური გამოცემის ანალიტიკოსი

1-ES-zar-1-anსაქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. როგორც ჩანს, ევროპის მმართველი კლასი ვლადიმერ პუტინს მაინც იოსებ სტალინს ამჯობინებს - ეს შესაძლოა პარადოქსს ჰგავდეს, მაგრამ მხოლოდ ამგვარად შეიძლება აიხსნას ძველი კონტინენტის პოლიტიკოსთა დეზერტირობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის დღესასწაულზე, - წერს იტალიური გამოცემა Giornale-ს ანალიტიკოსი. მიმომხილველი აღნიშნავს, რომ დასავლეთის ლიდერების ამ გადაწყვეტილების მიღმა იმალება „აშშ-დმი ბრიუსელის გამანადგურებელი მორჩილება“. „უბრალოდ იმისათვის, რომ ესიამოვნებინა ბარაქ ობამასთვის - ყველა ანტირუსული მოქმედებების თოჯინების თეატრის დიდი მეპატრონისა და შთამაგონებლისთვის, ევროპას ავიწყდება, რომ სტრატეგიულ ალიანსს არ შეუძლია კონტინენტის გეოგრაფიული მდგომარეობისა და ეკონომიკურ მოთხოვნების უგულებელყოფა“, - წერს ჟურნალისტი.

ამის შესახებ 9 მაისს ასევე განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ. „რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს შეცდომაა. წითელ მოედანზე მდებარე ტრიბუნა, სადაც პუტინის გვერდით ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა აზიური ქვეყნების მეთაურები სხედან, რუსეტის იზოლაციას კი არა, დასავლეთის დაღმავლობას მოწმობს“, - წერს ბერლუსკონი გავლენიანი იტალიური გაზეთის მთავარი რედაქტორისადმი გაგზავნილ ღია წერილში.