უცხოეთი
პუტინმა გამარჯვების დღე სსრკ-ის ექსრესპუბლიკების ყველა პრეზიდენტს მიულოცა, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების გარდა

1-prez-ros-zar-1საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების დღე მხოლოდ „უკრაინისა და საქართველოს მოსახლეობას“ მიულოცა.

რუსეთის პრეზიდენტმა დემონსტრაციულად მიულოცა ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, ნაწილობრივ აღიარებულების, ხელმძღვანელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების წლისთავი.

თავის მილოცვაში პუტინი მიმართავს ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების ხელმძღვანელებს, გარდა ბალტიისპირეთისა, და „უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს“.

რუსეთის პრეზიდენტი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს ულოცავს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, ასევე საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.