უცხოეთი
აშშ-ის სახდეპმა ექსტრემისტული გაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ოთხი საკვანძო ლიდერის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციაში 20 მლნ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა

1-nagrada-zar-3საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებზე, კერძოდ, ოთხ მებრძოლზე, ინფორმაციაში ჯილდოს სახით 20 მილიონ დოლარს იხდის.

როგორც  უწყების ანგარიშშია აღნიშნული, 7 მილიონ დოლარამდე დაწესებულია  აბდ ალ-რაჰმან მუსტაფა ალ-კადულიზე ინფორმაციაში, 3-დან 5 მილიონ დოლარამდე კი  სხვა ისლამისტ ლიდერებზე.

რაც შეეხება ისლამური სახელმწიფოს საველე მეთაურ თარხან ბათირაშვილს, იგივე ომარ აშ-შიშანს, რომელიც პანკისიდანაა, მასზე 5 მილიონი დოლარია დაწესებული. გასულ წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  საქართველოს მოქალაქე თარხან ბათირაშვილზე სანქციები დააწესა "ტერორიზმის წაქეზებისთვის" და საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეიყვანა.