უცხოეთი
რუსეთს ახსოვს ამერიკელი მოკავშირეების წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაში, თუმცა, სამწუხაროდ, აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკა გვაიძულებს ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის გახსენებას...“ - სერგეი ნარიშკინი

1-nariSk-zar-2-anსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. სერგეი ნარიშკინი: „ ჩვენ გვახსოვს ამერიკელი მოკავშირეების წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაში, გვახსოვს დესანტის გადასხმა ნორმანდიაში, მეორე, დასავლეთის ფორნტის გახსნა, გვახსოვს ისტირული შეხვედრა ელბაზე, თუმცა, სამწუხაროდ, აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკა გვაიძულებს ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის გახსენებას“, - განუცხადა ნარიშკინმა ჟურნალისტებს კუბაში ვიზიტისას.

სახელმწიფო დუმის სპიკერმა აღნიშნა, რომ „აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ატომური იარაღი გამოიყენა, თანაც ეს აბსოლუტურად ბარბაროსულად გააკეთა, რადგან მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენა სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ. რუსეთს ესეც ახსოვს“, - დასძინა ნარიშკინმა.