უცხოეთი
რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქართველ ხალხსა და დიდი სამამულო ომის ვეტერანებს დიადი გამარჯვების 70 წლისთავი მიულოცა

1-vlad-zar-1-anსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი: „გულითადად გილოცავთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავს. დიადი გამარჯვება ჩვენი ხალხების საერთო, შეუფასებელი მიღწევაა, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ სასტიკი მტრის წინააღმდეგ და მსოფლიო ნაციზმისგან იხსნეს. დღეს ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების წმინდა ხსოვნას, ყურადღებითა და მზრუნველობით მოვეპყროთ ომისა და შრომის ვეტერანებს. ასევე მნიშვნელოვანია დავიცვათ სიმართლე ომის წლების შესახებ და მტკიცედ აღვკვეთოთ ისტორიის გადაწერის ნებისმიერი მცდელობა.

დარწმუნებული ვარ, რომ საბრძოლო ძმობა, მეგობრობა, ომის ულმობელ წლებში რომ გამოიწრთო, ამიერიდანაც საიმედო საფუძველი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის კონსტრუქციული, კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის. მინდა ვუსურვო დიდი სამამულო ომის ვეტერანებს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, მთელ ქართველ ხალხს კი მშვიდობა და კეთილდღეობა!“