რედაქტორისგან
“რატომ დაიწყეს ღვთისმსახურების აღვლენა ქართულ ენაზე თბილისში მოქმედ ორად-ორ რუსულ ეკლესიაში? სადაა ჩვენი ტოლერანტობა?!” - საქინფორმი ეკითხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ბიძინა ივანიშვილს

1kitxva-polit-1-redaq-1-rel2015 წლის 3 მაისს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030"-ში საზოგადოებაში ეკლესიის როლსა და საქართველოს პატრიარქ ილია მეორეზე ისაუბრა. მე ბრძენს ვეძახი. ის ნამდვილად ბრძენია და ძალიან მრავალმხრივია მისი მინიშნებები საზოგადოების განვითარებაზე და დიდია როლი ეკლესიის. საქართველო, ჩემი აზრით, არის იდეალური მაგალითი ტოლერანტობის. მეიდანზე თუ გახვალთ, იქ ნახავთ გვერდიგვერდ მეჩეთს, იქ ნახავთ ქრისტიანულ ეკლესიას, ნახავთ კათოლიკურს, სომხურს და ნახავთ რა თქმა უნდა, სინაგოგას. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ მართლმადიდებლებს და სწორედ ვინც კარგად აფასებს თავისას, ის შესატყვის პატივს სცემს სხვისას. ეს გაგვაჩნია ჩვენ გენეტიკურად, ისტორიულად", - განაცხადა, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა.

საქინფორმი სარგებლობს რა შემთხვევით და ასრულებს თბილისში მოქმედი ორი რუსული  ეკლესიის - წმინდა ალექსანდრე ნეველისა (სადაც ღვთისკენ და საპატრიარქო ტახტისკენ სავალ გზას ილია მეორე შეუდგა) და წმინდა მოციქულისა და ევანგელისტი იოანე ღვთისმეტყველის - მრევლის დაჟინებულ თხოვნას და კითხვას სვამს საქართველოში ტოლერანტობის თაობაზე:

რატომ დაიწყეს ზემოაღნიშნულ ტაძრებში ღვთისმსახურების აღვლენა ქართულ ენაზე და მხოლოდ სახარების ფრაგმენტებს კითხულობენ დამტვრეული რუსულით? რის შედეგადაც ამ ეკლესიების ოდესღაც მრავალრიცხოვან რუსულენოვან მრევლს სახლში ლოცვა უწევს, რადგან არ აქვთ საშუალება, ღვთის სიტყვა მათთვის გასაგებ ენაზე მოისმინონ? და რატომ შეცვალეს ამ ტაძრების ღვთისმსახურები ადგილობრივი მღვდლებით, რომლებიც უაღრესად ცუდად ფლობენ რუსულ ენას? მადლობა ღმერთს, საქართველოში ქართველებს აქვთ ლოცვისთვის ადგილი - ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქისა და ივანიშვილის წყალობით, ასობით ახალი და აღდგენილი ქართული ეკლესია გვაქვს! დედაქალაქის ორ უძველეს რუსულ ეკლესიაში კი, „ბილინგვური“ ღვთისმსახურების გამო, ლიტურგიის დროც ორჯერ გახანგრძლივდა - 2.5-3 საათიდან 5-6 საათამდე...

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 6 მაისი