რელიგია
მართლმადიდებელნო დანო და ძმანო! გავერთიანდეთ ამ უდიდესი საქმიანობის შესასრულებლად, წმინა მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის მამათა მონასტრის ასაშენებლად!

1xati-sazog-1-relig-1საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. რუის-ურბნისის ეპარქიის წმიდა მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის მშენებარე მამათა მონასტერი განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„ქრისტესმიერ საყვარელო დანო და ძმანო! უფლისა და დედა ღვთისმშობლის წყალობით, უკვე დაწყებულია რუის-ურბნისის ეპარქიის, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის მამთა მონასტრის მშენებლობა და საეპიკოპოსო რეზიდენციის, აღდგენა რეკონსტრუქსია.

უფლის დიდი წყალობით, ამ ჟამად მიმდინარეობს რეზიდენციის გალავნის მშენებლობა.

მართლმადიდებელნო დანო და ძმანო, გავერთიანდეთ ამ უდიდესი საქმიანობის შესასრულებლად, წმინა მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის მამათა მონასტრის ასაშენებლად! გვიწინამძღვროს დიდმა წმიდა მეფემ დიდმა დავითმა, და მისი ლოცვის მადლით, დედა ღვთისმშობლის კურთხევით გაერთიანებულიყოს საქართველო და ქართველი ერი, დაე ეს მონასტერი ყოფილიყოს ერთიანობის სათავე და საწინდარი! იქნება მოიფიქროთ რითი შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ დიდ საქმეში.

შეგეწევათ უფალი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი!“- ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.