რელიგია
„რუსეთის ჯავახკის დიასპორა“ - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის სომხური კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსის ნაცვალს, მონსენიორ პეტროს პეტროსიანს

diasp-zar-2-rel-Mსაქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ჯავახკის დიასპორის განცხადება:
„მონსენიორ პეტროს პეტროსიან!
შუა საუკუნეებში ფეოდოსიაში ბევრი სომხური ეკლესია იყო. ახლა მხოლოდ ზოგიერთი შემორჩა, ხოლო რამდენიმე ძეგლი ავარიულ მდგომარეობაშია. 2017 წლისთვის, აივაზოვსკის დაბადების 200 წლისთავისათვის, იგეგმება სომხური არქიტექტურის ყველა ძეგლის წესრიგში მოყვანა. ყირიმის მიწაზე ერთ-ერთი უძველესი სომხური ეკლესია წმიდა მიხეილისა და გაბრიელის არის, ქალაქ ფეოდოსიაში, არმიანსკის ქუჩა, ნომერ 11-ში რომ მდებარეობს.ის შუა საუკუნეების იტალიურ ტაძრებს ჰგავს, ამასთან, ინარჩუნებს სომხური შუასაუკუნეობრივი არქიტექტურის ყველა სახასიათო თავისებურებებს.

მიუხედავად იმისა, რომ სომხურმა კათოლიკურმა ეკლესიამ ბევრი რამ უკვე გააკეთა და კვლავაც აკეთებს, სულიერი ტკივილი მიტოვებული სომხური სიწმიდეების გამო ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გულგრილს არ გვტოვებს. ბევრი დანგრეული და წაბილწული ტაძრის მდგომარეობა დიდ წუხილს იწვევს. დარწმუნებული ვართ, რომ მათი აღდგენის ვალდებულება ყველა ჩვენგანს გვაკისრია.

უმორჩილესად გთხოვთ, აღმოგვიჩინოთ შეძლებისდაგვარად დახმარება და თანადგომა მიტოვებული სომხური სიწმინდეების აღდგენაში. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყირიმის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ქალაქ ფეოდოსიის ხელმძღვანელობას, სასულიერო და საერო პირებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქრისტიანული სიწმინდის აღდგენაში“.

diasp-zar-2-rel-qv