უცხოეთი
საქინფორმი: სააკაშვილის ტელედაჭერები უკრაინაში გრძელდება - მარიუპოლში კრამატორსკის პროკურორი თათბირზე დააკავეს, სააკაშვილის ხელდასხმულის - უკრაინის გენპროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძის თანდასწრებით! „ფაშინგტონის“ მეთოდი - მოქმედებაში!

andrei-zar-2-an-mtსაქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, მარიუპოლში, დონეცკის ოლქის ახალი პროკურორი ანდრეი ლუბოვიჩის წარდგენისას საჯაროდ დააკავეს კრამატორსკის პროკურორი ანდრეი სუხინინი - „კორუფციულ სქემებში მონაწილეობის ეჭვით“. ხელბორკილები მას პირდაპირ შენობაში დაადეს.

დაკავება განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის უახლოესი თანამოაზრის, უკრაინის გენპროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძის თანდასწრებით, რომელიც ამჟამად ოთხი სისხლის სამართლის ბრალდებით ძებნილმა დამნაშავემ უკრაინაში თან ჩაიყვანა და მის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას ხელი შეუწყო.

შემდგომში დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ანდრეი სუხინინის მონაწილეობის შესახებ ისეთ საქმეებში, რომლებიც არ შეიძლება პროკურორის თანამდებობას შეეფერებოდეს.

სამწუხაროა, რომ დღეს ეს მოხდა, მაგრამ სწორედ ამას ჰქვია თვითწმენდის პროცესი“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

საგანგებოდ უკრაინელ მკითხველებს საქინფორმი შეახსენებს, რომ ე. წ. ტელედაჭერები - ტელეკამერების წინაშე სხვადასხვა რანგის ჩინობ~ვნიკთა დაკავებები ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და იმავე საყვარელიძის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლებაში მათი 9-წლიანი მმართველობისას. როგორც ჩანს,მეთოდით, რომელიც თავის დროზე „ფაშინგტონის“ მიერ იქნა მოწონებული, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან არსებული საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს წევრი დღესაც სარგებლობს...

andrei-zar-2-1 andrei-zar-2-2