უცხოეთი
საქინფორმი ვარაუდობს, რომ უკრაინის ახალი პრემიერი შესაძლოა კოლომოისკი გახდეს - უმაღლესი რადის დეპუტატების ჯგუფი უკრაინის პრემიერი იაცენიუკის გადადგომას ითხოვს, რადის შენობის გარშემო ათასობით კიეველი მიტინგს მართავს

kolom-zar-1-anსაქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. როგორც „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წარმომადგენელმა სერგეი კაპლინმა განაცხადა, პრემიერი მომავალ კვირას გადაყენებული უნდა იქნეს. „ეს კენჭისყრით მოხდება უმაღლესი რადის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. კომისიამ უნდა გამოიძიოს გორდიენკოს ხმამაღალი განცხადებები (კერძოდ, ყოფილმა ჩინოვნიკმა პრემიერ-მინისტრი კორუფციაში დაადანაშაულა), რომელიც სახელმწიფო ფინანსურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა და იაცენიუკის მიერ იქნა გადაყენებული, ვინაიდან, იაცენიუკის აზრით, ამ გამოძიებაში ზედმეტ აქტიურობას ამჟღავნებდა“, - აღნიშნა კაპლინმა.

დეპუტატის თქმით, „პარლამენტარები მზად არიან დაბლოკონ რადის ტრიბუნა კომისიის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე" - შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. ამასთან, კაპლინმა დააანონსა „დიდი მიტინგის“ ჩატარება უმაღლეს რადასთან მომდევნო კვირის პირველ პლენარულ დღეს.

ცნობისათვის: ნიკოლაი გორდიენკო არსენი იაცენიუკს კორუფციული სქემების მფარველობაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, მთავრობისთვის კორუფციისგან მიყენებული ზარალი მილიარდებს შეადგენდა. ყოფილმა ჩინოვნიკმა ასევე აღნიშნა, რომ მტავრობა ბლოკავს ყოფილი პრემიერის ნიკოლაი აზაროვის მმართველობის დროინდელი კორუფციული სქემების გამოძიებას. მინისტრთა კაბინეტში გორდიენკოს ბრალდებები უარყვეს და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.

საქინფორმი, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ პრემიერ-მინისტრის სავარძელი შესაძლოა დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის თანამდებობიდან ახლახან გადაყენებულ იგორ კოლომოისკის შესთავაზონ.