უცხოეთი
შპს „დობრი ლეს“-ის გენერალურმა დირექტორმა, წარმოშობით სომეხმა არტურ მირზოიანმა სანადირო თოფით ორჯერ გაისროლა თურქეთის საელჩოში მოსკოვში

zar-1საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. მოსკოვის პოლიციამ დააკავა 43 წლის სომეხი, რომელმაც 18 აგვისტოს დილით სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა თურქეთის საელჩოს აბრას. დაკავებულის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ხულიგნობა“. თურქეთის საელჩოს ენობას, რომელიც როსტოვის მე-7 შესახვევში მდებარეობს, მიუახლოვდა მამაკაცი და საფასადე აბრას ესროლა. მან ცეცხლი გაუხსნა თურქეთის რესპუბლიკის გერბს. ორივე ტყვია ზუსტად მიზანში მოხვდა. თუმცა, მსროლელმა მიმალვა ვერ მოახერხა. სროლის ხმაზე მაშინვე რეაგირება მოახდინეს ადმინისტრაციული შენობის მცველმა პოლიციელებმა. მათ კამერებით დაინახეს, საით გაიქცა მსროლელი და დაუყოვნებლივ დააკავეს იგი. საკუთარ მოტივებზე დაკავებული არ ლაპარაკობს“, - იუწყება რუსეთის შსს.

პოლიციელთა ვარაუდით, შესაძლოა მსროლელის საქციელის მოტივები სომხებისა და თურქების მრავალწლიან დაპირისპირებაში იმალება, რომლებიც სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში კონფლიქტის ესკალაციის შემდგომ გამწვავდა.