უცხოეთი
რუსეთს შეუძლია დაეხმაროს აფხაზეთს ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და საგანგებო სამსახურების მუშაკებისთვის ხელფასების გაზრდაში

bla-zar-3საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. შეთანხმების პროექტი განსაზღვრავს მუშაკთა ძირითად კატეგორიებს, რომელთა ხელფასების ზრდაც რფ-ის სახსრების ხარჯზე მოხდება. ამასთან, აფხაზეთის მხარემ ერთი თვის ვადაში უნდა დაამტკიცოს შესაბამისი სია. შეთანხმების რეალიზაციის შედეგად ხელფასი გაეზრდება სახელმწიფო დაწესებულებების 9 ათასზე მეტ მუშაკს.

მინისტრთა კაბინეტი ასევე განიხილავს  რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების ხელმოწერის საკითხს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები რფ-ის მოქალაქეთა პენსიებით უზრუნველყოფის თაობაზე.