უცხოეთი
„საქართველოში ესმით, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს დაივიწყებს და აპატიებს გენოციდს“ - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა

oseti-zar-1-anსაქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამინისტროს კომენტარი:
„31 მარტს საქართველოს ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, საქართველოს მთავარ მიზნად ქვეყნის ერთიანობა და მთლიანობა დაასახელა, რომლის მისაღწევადაც „აუცილებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაცია“. ამასთან, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა აუცილებლობად მიიჩნია, მოეხდინა „ევროპული საქართველოს მიერ გარანტირებული, აფხაზეთისა და ოსების თვითმყოფადობის, მათი პოლიტიკური და კულტურული უფლებების შენარჩუნებაზე“ ზრუნვის დეკლარირება.
საქართველოსთვის მსგავსი დეკლარაციების მთავარი ადრესატი მუდამ დასავლური აუდიტორიაა, მიზანი კი საქართველოს სახელმწიფოს არცთუ რესპექტაბელური იმიჯის გაუმჯობესება და მცდელობა, დაარწმუნოს დასავლური სამყარო, რომ საქართველო - რეგიონალური „დემოკრატიის შუქურაა“, რომელიც მხარდაჭერას საჭიროებს.

საეჭვოა საქართველოში მოიძებნებოდეს პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც გულწრფელად იმედოვნებს, რომ ოსებს მოკლე მეხსიერება და ჯანსაღი აზრის უქონლობა სჭირთ.

საქართველოში ესმით, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს დაივიწყებს და აპატიებს გენოციდს, ეთნიკური წმენდის კოშმარს, ცხინვალის დამანგრეველ დაბომბვას და ქართული ჯარების შემოჭრას 2008 წლის აგვისტოში.

იძულებული ვართ მოვახდინოთ იმის კონსტატირება, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასჭრდება დრო, რათა გააცნობიეროს არსებული რეალიები და უარი თქვას მეზობლების მიწების დაპყრობაზე“.