უცხოეთი
პოროშენკო: „უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაციონალური საბჭო მალე გააფართოებს სანქციებს რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომელთა ხელიც ურევია ყირიმის ანექსიისა და დონბასში აგრესიის გაღვივების საქმეში“

zar-3საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. უახლოეს ხანებში გასაჯაროვდება გადაწყვეტილება, რომელიც გააფართოებს სანქციებს რუსეთის ცალკეული მოქალაქეების მიმართ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ყირიმის ოკუპაციაში და აღმოსავლეთ უკრაინაში აგრესიის გაღვივებაში“, - მოჰყავს „ინტერფაქსს“ პოროშენკოს სიტყვები, რომლის თქმითაც, კერძოდ, ყადაღა დაედება ცლაკეულ აქტივებსა და ანგარიშებს.

უკრაინა სინქრონულად მუშაობს ევროკავშირსა და აშშ-თან, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან იმ სანქციების სიის კოორდინირების მიზნით, რომელიც რუსეთის მიმართ იქნება შემოღებული“, - აღნიშნა პოროშენკომ.