უცხოეთი
ჰაკერი Guccifer - ივანიშვილის წერილზე კლინტონისადმი: „სააკაშვილის მხრიდან რუსეთის მიმართ ცივი ომის რიტორიკა საქართველოს და დასავლეთის ინტერესებში არ შედის. საქართველო-რუსეთს შორის გაყინული ურთიერთობები პოზიტიური არ იქნება აშშ-ის რეგიონული ინტერესებისთვის“
zar-1-anსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ამერიკულ მედიაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წერილი, რომელიც არსებული ინფორმაციით, მან ჰილარი კლინტონს ელექტრონული ფოსტით მისწერა, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა. ამერიკული მედია ავრცელებს ყოფილი სახელმწიფო მდივნისთვის მისი თანაშემწე სიდნი ბლუმენტალის მიერ გაგზავნილ წერილებს, რომლებიც 2012 წლით თარიღდება. ერთ-ერთ ელექტრონულ შეტყობინებას ის თან ურთავს ბიძინა ივანიშვილის წერილს. მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი ჰილარი კლინტონს სწერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რუსეთის მიმართ ცივი ომის რიტორიკა საქართველოსა და დასავლეთის ინტერესებში არ შედის. მისი თქმით, ეს ყველაფერი დასავლეთთან უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის. აქვე ივანიშვილი ჰილარი კლინტონს სწერს, რომ შეერთებული შტატების რეგიონული ინტერესებისთვის არ იქნება კარგი საქართველოსა და რუსეთს შორის გაყინული ურთიერთობები. წერილის ბოლოში კი იმედს გამოთქვამს, რომ მასა და სახელმწიფო მდივანს შორის დიალოგის შესაძლებლობები გაჩნდება. თუ დამტკიცდა, რომ ბლუმენტალი მართლაც ლობირებდა ქართული ოცნების ლიდერს, ეს ფედერალური კანონის დარღვევა იქნება.