რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „მარგველაშვილის უარი, დასწრებოდა გამარჯვების აღლუმს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს პლასტილინის პრეზიდენტი ჰყავს!“

1-plast-polit-1-redaq-1საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ИА REX-თან კომენტარი გაუკეთა საქართველოს პრეზიდენტის უარს, მონაწილეობა მიეღო მოსკოვში 9 მაისს, გამარჯვების დღის საზეიმო აღნიშვნაში.

„საქართველოს პრეზიდენტის უარი კრემლის მიწვევაზე, დასწრებოდა დიადი გამარჯვების 70 წლისთავის ზეიმს, ქართველი ხალხის, მისი იმ 700 ათასი ვაჟისა და ქალიშვილის ხსოვნის გაუგონარ შეურაცხყოფას წარმოადგენს, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს გასათავისუფლებლად. მათი ნახევარი, ეს კი 350 ათასზე მეტია, ფრონტზე დაიღუპა ყველა ჩვენგანისათვის, მათ შორის, იმისთვისაც, რომ მარგველაშვილი დღეს დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილიყო!

თუმცა, საქართველო - დამოკიდებული ქვეყანაა და ასეთ პრეცედენტს უკვე ჰქონდა ადგილი შარშან: 2014 წლის 6 თებერვალს საქინფორმმა პუბლიკაციაში „არ გაბედოთ ვაშინგტონთან ვაჭრობა!” - აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სოჭში ოლიმპიადაზე გამგზავრება აუკრძალა“, გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა რამდენიმე ერთმანეთთან აბსოლუტურად კავშირში არმყოფი წყაროსგან, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა მოისურვეს. საქმე ისაა, რომ მაშინ, საქართველოს ხელისუფლების კულუარებში აქტიურად მუსირებდა სოჭში, ზამთრის ოლიმპიადა - 2014-ზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გამგზავრების საკითხი, თანაც, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სათავეში. თუმცა, როდესაც მარგველაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიმართა - აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდისგან ნებართვის აღების მიზნით, მან, როგორც იტყვიან, „ცივი“ უარი მიიღო: „შეგიძლიათ ევაჭროთ ყველას, ვაშინგტონის გარდა! ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებას და არც იფიქროთ ჩვენთან შევაჭრება!“ - მკაცრად დატუქსა მაშინ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ამგვარად, საქართველოს მაშინ აუკრძალეს სოჭში სამთავრობო დელეგაციის გაგზავნა, როცა თავად აშშ-მა სამთავრობო დელეგაცია სოჭში გაგზავნა. აშშ-ის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების ექსმინისტრი ჯანეტ ნაპოლიტანო (ამჟამად კალიფორნიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი), აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე, თეთრი სახლის თანამშრომელტა აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე რობერტ ნაბორსი, აშშ-ის ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი და სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე უილიამ ბერნსი.

დღეს აბსოლუტურად ანალოგიური პრეცედენტი მოხდა, როცა საქმე გვაქვს აშშ-ის ორმაგ სტანდარტებთან: საჯაროდ, რუსეთ-საქართველოს შეწყვეტილი დიპურთიერთობების პირობებში აშშ არაერთხელ უთითებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობაზე, საქმით კი ბლოკავს პრეზიდენტების ვ. პუტინისა და გ. მარგველაშვილის არაოფიციალური ურთიერთობის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ისეთ აპოლიტიკურ ღონისძიებაზე, როგორიცაა ანტიჰიტლერული კოალიციის ხალხთა, მათ შორის - ამერიკელი ხალხის გამარჯვება მთელი კაცობრიობის მტერზე!

„აე ვიცი, რომელ ქართველ დიპლომატებზე ლაპარაკობდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ასეთი შეხვედრის ჩატარებას - იმის ფონზე, რომ მოსკოვმა, მოკავშირეობის შესახებ ცხინვალთან შეთანხმების ხელმოწერით, პრაქტიკულად საქართველოს ტერიტორიის ანექსირება განახორციელა, უწინ კი მისი ოკუპაცია მოახდინა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციაში დიალოგის რაღაც ახალი ფორმატების შექმნა“, - ასეთია უარის ოფიციალური მოტივაცია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გაახმოვანა.

მაგრამ ეს სრული აბსურდია: საქართველოს პრეზიდენტი ხომ სწორედ იმიტომ უნდა შევხდეს რუსეთის პრეზიდენტს, რათა რაღაცნაირად გადაიჭრას აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებული პრობლემები, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დასარეგულირებლად, რომლებიც 2008 წელს ოფიციალური თბილისის - საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისა დ ამისი პარტიული გუნდი „ნაცმოძრაობის“ ინიციატივით შეწყდა!

რეალური მიზეზი სხვაა: აშშ ღრმად განიხიბლა საქართველოს ახალი ხელისუფლებით, რომელმაც 2012 წლიდან რაღაც დიალოგი მაინც დაიწყო რუსეთთან, და შიშობს, რომ ეკონომიკური, ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა, ასევე საქართველოს უარი, შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, კორექტივებს შეიტანს ახალი ხელისუფლების მიერ ქვეყნის არაერთხელ დეკლარირებული ევროატლანტიკურ კურსში. ამისათვის განხეთქილება ჩამოაგდეს მმართველ გუნდში - კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, რომელსაც გაემიჯნა პრეზიდენტი მარგველაშვილიცა და ალასანიას პარტიაც, „ქართული ოცნების“ ბევრი წევრიც (თუმცა საქართველოს პოლიტიკურ ორბიტაზე ისინი მხოლოდ საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილის წყალობით დაბრუნდნენ). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად თავდაცვის ექსმინისტრ ალასანიას ცოლის ღვიძლი დის - მაია ფანჯიკიძის ნებაყოფლობითი გადადგომისა, მისი ყოფილი მოადგილის ხელმძღვანელობით აგრძელებს ანტირუსულ პოლიტიკას, ხოლო საქართველოს პარლამენტი მთლიანად „რესპუბლიკური პარტიის“, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილისა და მისი მეუღლის - პარლამენტარ ხიდაშელის ხელშია. (ნონსენსია, მაგრამ საქართველოში არ არსებობენ რიგითი „რესპუბლიკელები“ - საქართველოში ნულოვანი რეიტინგის მქონე პროამერიკული პარტიის ყველა მცირერიცხოვანი წევრი მაღალი თანამდებობის პირია პარლამენტში, მთავრობასა და სასამართლო ხელისუფლებაში!)

როგორც ამერიკული ინსტიტუტი IRI-ს მიერ საქართველოშ ჩატარებულმა გამოკითხვამ უჩვენა,საქართველოს ახალ ლიდერად აშშ სწორედ ირაკლი ალსანიას გადაქცევას გეგმავს - ეს იქნება „ქარიზმატული პარავოზი“, რომლებსაც მიუერთდებიან „ვაგონები“: პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და საქართველოში ტრიუმფით დაბრუნებული სააკაშვილი, ალსანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

მათი ოპონენტის როლში გამოსვლა მხოლოდ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს და მის ერთგულ შს მინისტრს შეუძლიათ, პარტია „ქართული ოცნების“ ძირეული რებრენდინგის, მოღალატეებისა და დილეტანტებისგან მისი გაწმენდის პირობით, რაც ძნელი დასაჯერებელია...

რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომელმაც მოსკოვში გამგზავრებაზე „უარი თქვა“ - სასაცილო იქნებოდა მისგან დამოუკიდებელი გაბედული გადაწყვეტილების მოლოდინი. ის განათლებული კაცია, ძალიან უყვარს ბავშვები და ცხოველები, კეთილი, ინტელიგენტი და კომუნიკაბელურია, გატაცებულია ქსოვით და უყვარს სოფლის იდილია. „პლასტილინივით ვარ, სადაც მიმაგდებ - იმ ფორმას მივიღებ!“ - არ არსებობს იმაზე უკეთესი დახასიათება, ვიდრე თავად მარგველაშვილმა მისცა საკუთარ თავს ინაუგურაციამდე. აი ასეთი მეტამორფოზა განიცადა მარგველაშვილმა, რომელიც ორი წლის წინ, პირდაპირ ტელეეთერში აცხადებდა, რომ „ქართული ენა რუსული კულტურის ნაწილია“...

თბილისი-მოსკოვი