რელიგია
ილია მეორე: „ადამიანი ერთი მხრივ ძლიერია, ის არის ხატება და მსგავსი ღვთისა. მეორე მხრივ, ადამიანი სუსტია, რადგან ძალიან ადვილად ვარდება ცოდვაში. ამიტომ, რთულია ადამიანის ცხოვრება“

1-blago-sazog-1-relig-1საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. 29 მარტს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქმა მრევლს ღირსი დედის, მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს მიულოცა.

პირველ საუკუნეებში იყო ასეთი წესი, დიდი მარხვა რომ მოდიოდა, ბერები ერთად იკრიბებოდნენ, გალობდნენ აღდგომის საგალობლებს და შემდეგ მიდიოდნენ უდაბნოში. ერთ-ერთ ბერს, ზოსიმეს შემოხვდა ადამიანის ლანდი, რომელიც გაურბოდა და ეპარებოდა. ლანდმა უთხრა: ზოსიმე, მე ქალი ვარ და არ შემიძლია შენ წინაშე წარვდგე. მომეცი შენი შესამოსელი. ამის მერე მარიამ მეგვიპტელმა უამბო თავისი ცოდვები, რის შემდეგაც ზოსიმემ შეუნდო, აზიარა და დაასაფლავა უდაბნოში”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქის თქმით, ცოდვა ჯაჭვის მსგავსია. ერთ ცოდვას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და ა.შ. “ამ ჯაჭვის დასასრული დიდხანს არ ჩანს ხოლმე. ამიტომ საჭიროა უფლის დახმარება, ძალა და მადლი”, – აღნიშნა ილია მეორემ.