უცხოეთი
ამერიკელი ჟურნალისტი სტივენ ლენდმანი: „მხოლოდ რუსეთი და სირია, მათი ლიდერები ვლადიმერ პუტინი და ბაშარ ასადი აგრძელებენ ვაშინგტონის იმპერიალისტური გეგმებისთვის ხელის შეშლას!“

1-ino-zar-3-anსაქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. ამერიკა აღვივებს ურიცხვ კონფლიქტს, რითაც ცდილობს მსოფლიო ბატონობის მიღწევას და კაცობრიობა ბირთვული ომისკენ მიჰყავს. ნატო, აშშ-თი სათავეში, კაცობრიობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს! - წერს თავის სტატიაში People’s Voice- თვის ამერიკელი ჟურნალისტი სტივენ ლენდმანი, - ერთ-ერთი ბოლო მაგალითი ფეთქებადსაშიში სიტუაციია იემენში, რომლისთვისაც „სრული პასუხისმგებლობა ობამას ეკისრება“.
სტატიის ავტორის თქმით, „უკრაინა ასევე რჩება ქარიშხლის შუაგულში“. კიევისა და აღმოსავლეთ უკრაინის სახალხო მოლაშქრეთა დაპირისპირებამ ხომ შესაძლოა ახალი ძალით იფეთქოს, თუკი ამას თეთრი სახლი მოისურვებს.

ამგვარად, აშშ-ის სურვილი, ბატონობდეს ცენტრალურ ევროპაში, შესაძლოა ბირთვულ ომში გადაიზარდოს. „ამიტომ პუტინის მხარდაჭერა მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში კაცობრიობის საუკეთესო დაცვაა შეშლილი ნეოკონსერვატორებისგან, ვაშინგტონი რომ გაავსეს“, - მოჰყავს ლენდმანის სიტყვები ინო ტვ-ს.