უცხოეთი
გფრ-ის ელჩი რუსეთში: „დასავლეთი არასოდეს აპატიებს რფ-ს ყირიმს, თუმცა სანქციები მოიხსნება. სანქციებს ზიანი მოაქვს“
1-posol-zar-2საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. დასავლეთის ქვეყნები არასოდეს აპატიებენ რუსეთს „ყირიმის ანექსიას“, თუმცა, სანქციები ადრე თუ გვიან, მოიხსნება, - განაცხადა გფრ-ის ელჩმა რფ-ში რიუდიგერ ფონ ფრიჩმა. „ეს ანექსია ანექსიად დარჩება. ისტორია იცვლება, მაგრამ დასავლეთი არასოდეს მიიღებს ამ ანექსიას“, - განაცხადა ელჩმა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციით გამოსვლისას.