უცხოეთი
Bloomberg: „რუსეთის ეკონომიკა აღდგენის გზაზეა, მიუხედავად დასავლეთის სანქციებისა. რუბლი თითქმის აღარ რეაგირებს ნავთობის ფასებზე“

1-bloomსაქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. სააგენტოს ანალიტიკოსთა თქმით, რუბლი სტაბილიზირდება და 2015 წელს მისი ფასის მერყეობა უფრო შესუსტდა, ვიდრე ნებისმიერისა 30 ყველაზე სავაჭრო ვალუტის ნუსხაში. დღეს რუსეთის ვალუტა მერყეობს ისე, როგორც ეს 2009 წელს ხდებოდა.

აღინიშნება, რომ ობლიგაციების მქონე რუსული კომპანიების შემოსავლებიც იზრდება: 2015 წელს მან 7.3% შეადგინა. ასევე ცნობილია, რომ რუსულმა კომპანიებმა გაცილებით წარმატებული ზრდა უჩვენეს, ვიდრე მათმა კონკურენტებმა სხვა ქვეყნებიდან. უწინ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ რუბლი მეტად აღარ რეაგირებს ნავთობის ფასებზე.