უცხოეთი
ვიქტორ დოლიძემ რიგაში საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ucxoet-2საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. 4-6 მარტს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ ლატვიაში, საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის და ერაყში, სირიასა და ლიბიაში მუსლიმი ფუნდამენტალისტების სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. ამ მოვლენებმა როგორც აღმოსავლეთ, ასევე სამხრეთ ევროპაში არასტაბილური გარემოს შექმნა გამოიწვა.

რიგაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციას ევროკავშირის წევრი, კანიდიდატი და პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოსული 300-ზე მეტი საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის ექსპერტი, პარლამენტარი, ნატოს და ევროკავშირის მაღალჩინოსანი ესწრებოდა.

დელეგაციებმა იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის სამომავლო ნაბიჯები უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით და როგორ უნდა გამყარდეს თანამშრომლობა ევროკავშირსა და ნატოს შორის.