უცხოეთი
გასაოცარი დამთხვევა! ერთი თვის წინ ამერიკული სამხედრო თანამგზავრი კოსმოსში აფეთქდა, აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლეპერი კი უკრაინას ეწვია - საქინფორმი

1-sovpadenie-zar-3-anსაქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. მეტეოროლოგიური კვლევებისთვის გათვალისწინებული ამერიკული სამხედრო თანამგზავრი „კატასტროფული მოვლენის“ შედეგად აფეთქდა, - განაცხადეს აშშ-ის სამხედროებმა. თანამგზავრ DMSP-F13-ზე, რომელიც ორბიტაზე 20 წელს მუშაობდა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით ტემპერატურამ მკვეთრად აიწია, მან მართვა დაკარგა და 43 ნაწილად დაიშალა. ეს ერთი თვის წინ - 3 თებერვალს მოხდა, თუმცა ოფიციალურად აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მხოლოდ ახლა დაადასტურეს, - გადმოსცემს Sky News.

იმ დღეს - 3 თებერვალს - აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლეპერი ვიზიტად უკრაინას ეწვია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პი-ბი-ეს“-თან ინტერვიუში მხოლოდ, ახლა, ერთი თვის შემდეგ განაცხადა. ამასთან, აშშ-ის ნაცდაზვერვის ხელმძღვანელმა არ დააზუსტა უკრაინაში ჩასვლის მიზნები და ამოცანები. მან კატეგორიულად იუარა კომენტარის გაკეთებაზე იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა იარაღი შეიძება მიაწოდოს ვაშინგტონმა კიევის ამჟამინდელ ხელისუფლებას, თუკი ამის თაობაზე თეთრი სახლი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

გასაოცარი „დამთხვევაა“, თუკი ეს, რა თქმა უნდა, „დამთხვევაა“.