უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლვოვის ოლქში აშშ-ის შეიარაღებული ძალების 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 300-მდე სამხედროს გადასროლის შესახებ განაცხადეს

1-minist-zar-1-anსაქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საკმაოდ წარმატებული შესრულების ფონზე, რომელსაც ამა წლის 12 თებერვალს მინსკში მიაღწიეს, ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ცნობა აშშ-ის განზრახვის შესახებ, დაიწყოს შეიარაღების მასირებული მიწოდება უკრაინაში, - განაცხადა რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების  წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.

ამერიკის კონგრესში სპეციალური კანონიც კი მუშავდება, რომელიც ითვალისწინებს 1 მლრდ დოლარის უკრაინის არმიის აღჭურვასა და წვრთნახე. უფრო მეტიც, არსებული მონაცემებით, ამ დღეებში ლვოვის ოლქის იავოროვოს პოლიგონზე გადაისროლეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 300-მდე სამხედრო მოსამსახურე. ეს სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცებს ოკეანისგაღმა სამხედრო ტექნიკის მოხმარებას ასწავლიან. ამგვარად, ამერიკელი სამხედროები უკვე იმყოფებიან უკრაინაში, ასე რომ, ამ ქვეყანაში მათ სულაც არ სურთ მშვიდობის დამყარება.

სურვილი გავქვს, რომ კიევის ხელისუფლება და მთელი უკრაინელი ხალხი დაფიქრდეს ასეთი ნაბიჯების შედეგებზე. სამოქალაქო ომის ხანძარი იარაღით ვერ ჩაქრება. ამის გაკეთება მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგით შეიძლება“.