უცხოეთი
საიდან ეცვათ უკრაინელებს ნემცოვის სამგლოვიარო სურათებიანი მაისურები მოსკოვში ნემცოვის მკვლელობიდან მეორე დღეს, თანაც უკრაინული წარწერებით?!

1belous-zar-2-an-MTსაქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს თხოვნით, გადაამოწმონ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად. გასარკვევია, რომელ სტამბებში დაიბეჭდა სიმბოლიკა სამგლოვიარო მარშისთვის და როდის გაკეთდა ეს. როდის მიიღეს შეკვეთა, წინასწარი ანაზღაურება და ვისგან. შემოწმდეს ელექტრონულ ფოსტებში დიზაინ-მაკეტების მირების თარიღები და გამგზავნთა ვინაობა. დიზაინერთა კომპიუტერებში რეკვიზიტის მაკეტებიანი ფაილების შექმნისა და შეკვეთის მიღები თარიღები.

როგორც აქციების მუდმივი ორგანიზატორი, მე ვსვამ კითხვას, როგორ განხორციელდა დიზაინი, დამტკიცება და ბეჭდვა ასეთ მოკლე ვადაში და თანაც, ასეთი მოცულობით?!

დიახ, ბანერი შეიძლება დაიბეჭდოს სამ საათში, მაგრამ რაც შეეხება მაისურებს, აქ, როგორც წესი, ბეჭდვა რამდენიმე დღით ადრე უნდა დაიწყოს.

მიაქციეთ ყურადღება, რომ გონჩარენკოს მაისურზე, რომელზეც ნემცოვია გამოსახული, წარწერა უკრაინულ ენაზეა!

თუ აღმოჩნდა, რომ რეკვიზიტის ბეჭდვის პროცესი მედიაში პირველი ცნობის გამოჩენამდე თარიღზე ადრე დაიწყო, შემკვეთის მოძებნა უკვე ტექნიკის საქმეა, ვინაიდან წინასწარ მკვლელობის შესახებ მხოლოდ მკვლელს შეიძლება სცოდნოდა!

ილია ბელოუსი

1belous-zar-2-1 1belous-zar-2-2