უცხოეთი
უკრაინელი მოდელი ანა დურიცკაია, რომელიც მკვლელობის მომენტში ბორის ნემცოვს თან ახლდა, „Дождь»-ის ეთერში დანაშაულის გარემოებებზე მოჰყვა

ana-zar-3-mtსაქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. მისი თქმით, 27 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე იგი ნემცოვს კაფეში შეხვდა. მალე ისინი პოლიტიკოსთან სახლში წავიდნენ „ტრეტიაკოვკაზე“. მოსკვორეცკის ხიდზე გადასვლისას ნემცოვს ესროლეს. მობრუნებისას დურიცკაიამ მხოლოდ ღია ფერის მანქანა შენიშნა, რომელიც იქაურობას ეცლებოდა. თუმცა, ნემცოვის თანმხლებმა ვერც ნომერი და ვერც მოდელი ვერ დაიმახსოვრა.

ანა დურიცკაიას განცხადებით, მკვლელობის შემდეგ ის თოვლსაწმენდი მანქანის მძღოლთან მივიდა, რომელმაც უთხრა, როგორ დაერეკა პოლიციაში და წავიდა (მძღოლი აცხადებდა LiefeNews-თან საუბარში, რომ პოლიციას თავად გამოუძახა).

დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, დურიცკაიას თქმით, მკვლელობის ადგილზე პოლიციელები გამოცხადდნენ და მაშინვე დაკითხვაზე წაიყვანეს.

1ana-zar-3-qv