უცხოეთი
პოლ კრეიგ რობერტსი: „სომხეთში გადატრიალება მზადდება! ეს ისაა, რაც 2003 წელს საქართველოში მოხდა, ვარდების რევოლუცია. შემდეგი ნაბიჯი სომხურ ოჯახზე თავდასხმა, ჰომოსექსუალიზმის ლეგიტიმიზაცია იქნება...“

kreig-zar-3-anსაქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. სომხური არხი „ЕГК-ს სტუმარმა სომეხი მოსახლეობისათვის ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. დიალოგი მიჰყავს არმან ბოშიანს.
პოლ კრეიგ რობერტსი - ამერიკელი ეკონომისტი, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმომხილველი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, რესპუბლიკელი, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ პოლიტიკაში.
-ვიქტორია ნულანდი სომხეთს თებერვალში ეწვია და დახურული შეხვედრები გამართა ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაციებთან. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს სომხეთში ასეთი აქტივობის მიზეზები და მიზნები?

-მიზნები ნათელია - სომხეთზე გავლენის ქონა. ვიქტორია ნულანდის ვიზიტის მიზანი სომხეთში გადატრიალების ორგანიზებაა. სომხეთში ამერიკის მიერ დაფინანსებული არაკომერციული ორგანიზაციების მიზანია - ჰყავდეთ ჯგუფები, რომელთა ქუჩებში გამოყვანაც შეიძლება საპროტესტო აქციებისთვის, და პოლიტიკოსები, რომლებიც ვაშინგტონის სამსახურში ჩადგებიან (ვიდეოინტერვიუ იხ. აქ).

თქვენთან დაგეგმილია ისეთივე გადატრიალების მოწყობა, როგორიც იყო უკრაინაში, ვინაიდან ისინი კარგად ანაზღაურდება. ეს კი ვაშინგტონს კიდევ ერთ ბაზას აძლევს ქვეყანაში, რომელიც სსრკ-ის ნაწილი იყო. ბევრი მოტყუებული ადამიანი შეუერთდება სომხურ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც ვიქტორია ნულანდთან თანამშრომლობენ. მიზანი - რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტაა. თუ როდის მოიტანენ იერიშს, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა საშუალებებს გამონახავენ. ეს ისაა, რაც საქართველოს მოუვიდა 2003 წელს, ვარდების რევოლუცია. ესეც ვაშინგტონიდან დაფინანსებული არაკომერციული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული გადატრიალება იყო.

ასე მუშაობს ვაშინგტონი და მისი მიზნებია სომხეთი, ყირგიზეთი და შესაძლოა ყაზახეთიცა და უზბეკეთიც. გადატრიალებები, რომლებსაც ისინი დემოკრატიულ რევოლუციებს უწოდებენ, ორგანიზებული იქნება ყველა ქვეყანაში, რომელიც სსრკ-ის ნაწილი იყო.