უცხოეთი
სააკაშვილი - ენურეზი და დეჟავიუ: „პუტინი მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს მიიერთებს, შემდეგ კი ნატოს მოსპობს!“

deJavu-zar-2-anსაქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მა, რომელმაც “ევროპაში სამი ომი მოიგო, ცივი ომის ჩათვლით“, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეაიარაღოს უკრაინა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული ტანკები მალე ევროპაში შევლენ. სააკაშვილის თქმით, პუტინს ვერაფერი შეაჩერებს, რადგან მისი საბოლოო მიზანი აშშ-ის განადგურებაა.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სათავეში უდგას უკრაინის მთავრობასთან არსებული რეფორმების საკონსულტაციო საერთაშორისო საბჭოს, აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ვითარება უკრაინაში მას ავღანეთისას აგონებს.

დეჟავიუ მაქვს. იმ პერიოდში ასევე დაბალი ფასები იყო ნავთობზე, საბჭოთა კავშირი ეკონომიკურ ფრონტზე აგებდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რონალდ რეიგანმა და ჩარლზ უილსონმა ავღანელ მეამბოხეებს გადამზიდი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მიაწოდეს, საბჭოთა იმპერიას ბოლო მოეღო!“.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ უკვე "კარგად იმუშავეს" და აიძულეს ევროპის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოეღოთ. თუმცა, ახლა უკრაინას სჭირდება გაცილებით მეტი, ვიდრე სანქციებია, კერძოდ კი - ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ზეზუსტი რადიოსალოკაციო სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები, მიაჩნია პოლიტიკოსს. „არსი იმაში მდგომარეობს, რომ რაკიღა უკრაინელები თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ დასავლურ ღირებულებებს, დასავლეთმაც უნდა დაიცვას ისინი“, - განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.

ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „უკრაინას არ შეუძლია თავს დაესხას რუსეთს ამ ტანკსაწინააღმდეგო იარაღით“. „მათ არ შეუძლიათ შეიჭრან რუსეთში რადიოსალოკაციო სადგურებით იქ არტილერიის აღმოსაჩენად და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატებით. მაგრამ მათ შეუძლიათ რუსული ჯარების წინსვლის შეჩერება“, - აღნიშნა მან.

„რუსეთის შეჭრის“ პერსპექტივა პოროშენკოს მრჩეველს ზედმიწევნით რეალური ჰგონია. „პუტინს სურს მთელი სამხრეთ უკრაინის დაპყრობა და მოლდოვამდე მისვლა, შემდეგ კი კიევში სახელმწიფო გადატრიალების ან დიდი არეულობების მოწყობა. და, რა თქმა უნდა, პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ იყურება, რადგან ნატოს მოსპობა სურს. მისი საბოლოო მიზანია აშშ და ამერიკამ ამაზე აუცილებლად რეაგირება უნდა მოახდინოს“.