უცხოეთი
მოსკოვში იმედოვნებენ, რომ დასავლეთი თავის სასანქციო პოლიტიკაში საქმეს არ მიიყვანს SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი კონტრზომებისთვის მზად იქნება

diplomat-zar-3საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული შეიძლება იყოს და SWIFT-ის დამაარსებლებზე პოლიტიკური ზეწოლის შედეგს წარმოადგენდეს, - განაცხადა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი სტანისლავოვმა.

ჩვენი გამოთიშვა ამ სისტემიდან, სადაც რუსეთი ბანკთაშორისი კომუნიკაციის სისტემაში ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტია, არსებითად, შესაძლოა ნიშნავდეს ეკონომიკური აგრესიის სერიოზულ აქტს, თანაც არა მარტო ჩვენი ქვეყნის მიმართ, არამედ რუსეთის საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების, მათ შორის, ევროკავშირის მიმართაც“, - განმარტა დიპლომატმა.