უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი: „აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა ახალი სანქციები შემოიღოს, განახლებულ შავ სიაში შეიძლება ფე-ეს-ბეს“ დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვიც მოხვდეს

Ker-zar-2საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საუბარი შეეხება სერბეთს, კოსოვოს, ჩერნოგორიას, მაკედონიას თუ სხვა ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვას, დნესტრისპირეთს, ისინი ცეცხლის ზოლში არიან, - განაცხადა ჯონ ქერიმ სენატში გამართულ მოსმენაზე. სახალხო მოლაშქრეები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, „რუსეთის სამხედრო ძლიერების ინსტრუმენტებს წარმოადგენენ“.

სანქციების გამკაცრების ალბათობაზე განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმაც. მისი თქმით, „თუ კიდევ ერთი დებალცევო იქნება, ამას მოჰყვება რიგი სანქციები, რომლებიც წინა ზომებისგან ხარისხობრივად განსხვავებული იქნება“.