რედაქტორისგან
„ვინ არის დამნაშავე?“ საქინფორმი - ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარი მიზეზების შესახებ

Kto-aqtual-1-redaq-1საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ქართულმა ეროვნულმა ვალუტამ (ლარი, GEL) გაუფასურება გასული - 2014 წლის ბოლოდან დაიწყო. ლარის კურსი 2 თვე-ნახევრის განმავლობაში (2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე) დოლართან მიმართებაში 1,76 GEL-დან - 1$USA-ს მიმართ 2,21 GEL-მდე დაეცა 1$USA-თან მიმართებაში.

მიზეზი - რუსული რუბლის დევალვაციაა დასავლეთის ეკონომიკური სანქციებისა და ნავთობზე ფასების ვარდნის მიზეზით, რამაც შედეგად გამოიწვია რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მასის მკვეთრი შემცირება, რომელის წლიური მოცულობაც 1,5 მლრდ დოლარს შეადგენდა, ასევე, ქართული ექსპორტის მოცულობის კლება რუსეთში (საქართველოს მთელი ექსპორტის დაახლოებით 40%).

ასეთი პრეცედენტი უკვე იყო საქართველოს ისტორიაში, როცა კუპონი - სსრკ-ის დაშლის შემდეგ პირველი დროებითი ქართული ვალუტა უფრო იაფი ღირდა, ვიდრე ქაღალდი, რომელზეც ის იყო დაბეჭდილი.

დღეს, როცა ლარის კუპონიზაციის პროცესი მიმდინარეობს, „საქართველოს ნომერ პირველმა სტრატეგიულმა პარტნიორმა“, როგორც საქართველოში აშშ-ს უწოდებენ, ასევე დასავლეთელმა პარტნიორებმა ევროკავშირის ქვეყნების სახით, არაფრით არ შეუწყვეს ხელი  ქართული ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას. ამან საბოლოოდ გააქარწყლა მითი საქართველოს მოსახლეობაში, რომ ლარის კურსი მიბმულია დოლარსა ან ევროზე.

თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, 1 დღეში ლარის 12 პუნქტით - 2,09-დან 2,21-მდე 1$USA-თან მიმართებაში - ვარდნის სწორად ახსნა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა სახელმწიფო რეგულირების არარსებობითა და როგორც შედეგი, შიდა სავალუტო ბაზარზე სპეკულაციებით. საქართველო ხომ არ ყიდის ნავთობს, აქ თითქმის არ არსებობს წარმოება, ხოლო სუსტად განვითარებული აგრარული ეკონომიკა ინტეგრირებული არ არის მსოფლიო ეკონომიკაში და, ძირითადად, საგადასახადო შემოსავლებზე დგას.

მეორეხარისხოვან მიზეზებს განეკუთვნება: უსაშველოდ გაბერილი სახელმწიფო აპარატი სახელმწიფო ჩინოვნიკების არაადექვატური ხელფასებითა და პრემიებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის არაპროფესიონალიზმი და ა. შ. თუმცა, ამაში დამნაშავეა არა მარტო საქართველოს დღევანდელი მთავრობა, არამედ პირადად ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც საქართველოში ჩამოუყალიბებელი სახელმწიფო დემოკრატიული სისტემა შექმნა, როგორც დასავლეთსა და უკრაინაშ მიიჩნევა, და ერთი ადამიანის ხელში მოქცეული დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც დიქტატორი სააკაშვილი მართავდა. ამიტომ სისტემა დაინგრა, როგორც კი ქართველმა ხალხმა თავიდან მოიშორა სააკაშვილი და ის ქართულ მართლმსაჯულებას გაექცა უკრაინაში - ასეთივე „რეფორმირებისათვის“...

P. S. სანამ ეს ცნობა იწერებოდა, ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ 11 პუნქტით დაეცა და მისმა კურსმა 2015 წლის 24 თებერვლისთვის 1$USA-თვის 2,32 GEL შეადგინა...