უცხოეთი
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეარხ „Россия 1“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის თანამოქალაქეები უკანონობისგან დაიცვას
zar-3საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ამაზე ფიქრში „ძალიან ბევრი უძილო ღამე გაატარა“. ასე უპასუხა რუსეთში მყოფმა პოლიტიკოსმა კითხვას, მზად არის თუ არა სამშობლოში დასაბრუნებლად და რას ეტყვის უკრაინელებს, თუკი უკან დაბრუნდება. „მტკივა ის ყველაფერი, რაც მოხდა და ახლაც ხდება უკრაინაში. ბევრი საუბარი არ მსურს, თუ ღმერთი სიცოცხლეს შემინარჩუნებს, თუ მომცემს იმის საშუალებას, გავაკეთო ის, რაც დღეს ხალხს სჭირდება, რათა დაცული იქნეს მათი უფლებები იმ უწესრიგობისა და უკანონობისგან, რაც ქვეყანაში სუფევს, ყველაფერს მოვიმოქმედებ, რაც ჩემს ძალ-ღონეს არ აღემატება“, - აღნიშნა იანუკოვიჩმა.