რედაქტორისგან
სტეფანიანი, რომელმაც სტურუა გააგდო, დღეს თავად უმუშევარი დარჩა - ამიერიდან სამცხე-ჯავახეთის ნებისმიერი სომეხი და ქვემო ქართლის აზერბაიჯანელი მეორე - საქართველოს მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ! ბრავო, წულუკიანო!

pol-3-mtგასულ კვირას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპრეცედენტოდ ბრძნული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც წერტილი დაუსვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების სპეკულაციებს საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებათა დარღვევის თემაზე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში თავისი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციული ანტიქართული საქმიანობისათვის ასტრონომიულ დასავლურ გრანტებს იღებენ.

ამიერიდან ნებისმიერი სომეხი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხოვრობს, მიუხედავად სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეობის ქონისა, შეძლებს მიიღოს არა მარტო ბინადრობის უფლება საქართველოში, არამედ მეორე - საქართველოს მოქალაქეობაც!
ამიერიდან ნებისმიერი აზერბაიჯანელი, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში ცხოვრობს, მიუხედავად აზერბაიჯანის ან რუსეთის მოქალაქეობის ქონისა, შეძლებს მიიღოს არა მარტო ბინადრობის უფლება საქართველოში, არამედ მეორე - საქართველოს მოქალაქეობაც!

საინტერესოა, ახლა რა თემით ისპეკულირებს ე.წ. „მრავალეროვნული საქართველოს“ მეპატრონე არნოლდ სტეფანიანი, რათა ააფორიაქოს სამცხე-ჯავახეთის სომხები და ამისათვის ბიძია სოროსისგან გრანტები მიიღოს?! ან ეგებ სააკაშვილი - უსუფაშვილი - მარგველაშვილი - ალასანიას ახალი ალიანსი მას საქართველოს სადეპუტატო მანდატს ჰპირდება? თუ, სტეფანიანის ჭეშმარიტი მიზანი - სომხებით კომპაქტურად დასალებული რეგიონის ავტონომიაა, „ჯავახკის დამოუკიდებლობის“ გამოცხადებამდეც კი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად?!

 საქინფორმი
2015 წლის 23 თებერვალი

pol-3-qv