უცხოეთი
„მერკელი, ოლანდი, ობამა უკრაინის დანაწევრების ლეგიტიმაციას აცხდენენ!“ - ამერიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ლინდსი გრეჰემმა ერთობლივი განცხადებაში დასავლეთის ლიდერები ვლადიმერ პუტინისა და მისი მარიონეტების თავის ნებაზე მიშვებაში დაადანაშაულეს

1-legitim-zar-2საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერით, პირველად 70 წლის განმავლობაში ევროპაში სუვერენული ერის დანაწევრების ლეგიტიმაციას ახდენენ! - განაცხადეს სენატორებმა. „დასავლეთის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინაში კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. პუტინი ასე არ ფიქრობს. ის აგრძელებს აგრესიას და დასავლეთის მიერ უკრაინის არმიის მხარდაჭერის არარსებობის პირობებში მომავალში ჩვენ დავინახავთ უკრაინაში რუსეთის მიერ თავსმოხვეული სამხედრო გადაწყვეტის რეალიზაციას, როგორც ეს უკვე მოხდა საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიების ნაწილზე!

დიდი ხანია დროა, მივაწოდოთ უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება და დავაწესოთ დამატებითი სანქციები და სასჯელი, რომლებსაც შეუძლია პუტინის საქციელი შეცვალოს, SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან რუსეთის გამოყვანის ჩათვლით. პრეზიდენტმა ობამამ ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს და არ ამოეფაროს მარცხიან მცდელობებს, მოელაპარაკოს აგრესორს მაშინ, როცა რეალური სიტუაცია ნებისმიერ დიპლომატიას არაეფექტიანს ხდის“, - მოუწოდეს სენატორებმა.